
ძვირფასო მაყურებელო, მოხარული ვართ გაცნობოთ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“2019 წლის 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება თბილისის ცენტრალურ თეატრალურ დარბაზებში. ფესტივალის დაარსებიდან 22-ე წელიწადს თეატრისა და ხელოვნების მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უმაღლესი ხარისხის სახელოვნებო მიღწევებს, რომლებიც ევროპის უახლეს კულტურულ მემკვიდერობას ჰქმნიან.
ფესტივალი „საჩუქარი“ 2019 წელსაც საინტერესო პროგრამას გთავაზობთ. წარმოდგენების სელექცია საერთაშორისო დირექტორათთან კონსულტაციისა და ტრადიციულად, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის – ქეთი დოლიძის გადაწყვეტილებით შედგა. ახალი სეზონისთვის მზადება გუნდმა უკვე დაიწყო, ჩვენი ქვეყნის პირველი საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი მოკლედ წარმოგიდგენთ თუ რა გელით 19 ოქტომბრიდან:

ფესტივალს 19/20 ოქტომბერს ოფიციალურად გახსნის სემიუელ ბეკეტის და მაგი მარენის საკულტო წარმოდგენა “MAY B” , რუსთაველის თეატრში. ფრანც შუბერტისა და გევინ ბრაიერსის მუსიკაში ჩაძირული, თიხაში ამოთხვრილი ათი მოცეკვავე მეოცე საუკუნის გადმოძახილს გადმოსცემს, სადაც ადამაინს – გარემოსთან შეუგუებელს, უსუსურსა და მიუსაფარს, გაქცევა სურს მწარე სინამდვილისგან. “MAY B” (შეიძლება) სულისშემძვრელი, ჭკვიანი და სასაცილო წარმოდგენა, რომელიც ერთგვარ მიძღვნად შეიძლება ჩავთვალოთ დიდი ირლანდიელი მწერლისადმი და უფრო მეტიც; „MAY B” საკულტო ნაწარმოებადაა მიჩნეული თანამედროვე ფრანგული ცეკვის განვითარების ისტორიაში და რა თქმა უნდა მაგი მარენის თავბრუდამხვევად წარმატებული კარიერის დასაწყისად.

კარლოტა ფერერის „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“ ფესტივალის მომდევნო წარმოდგენაა. ქორეოგრაფიული ელემენტებით დატვირთულ სპექტაკლს რეჟისორი რენე მაგრიტს უძღვნის. სიურეალიზმის ჭრილში გადაწყვეტილ დადგმაში ყველა ქალის გმირს მამაკაცი განასახიერებს. ეს „გენდერული თამაში“ იდენტობის გაორებით პარადოქსს ჰქმნის, თუმცა სცენები, სადაც მამაკაცები ქალის ინტიმურ საკითხებზე საუბრობენ, გვახსენებს თუ როგორია სხვისი კანის ქვეშ განიცადო დისკრიმინაცია. „როგორი რთული წარმოსადგენიც იყო თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის, როცა პიესა დაიწერა 1936 წელს, ასევე რთულად დასაჯერებელია, რომ დღესაც შეიძლება ადამიანი ჯალათის მსხვერპლი გახდეს პოლიტიკურ თუ სოციალურ კონტექსტში„ – ამბობს ფერერი

ფესტივალი „საჩუქარი“ მის ერთგულ მაყურებელს და მეგობრებს ნატალია მენენდესის გლობალურ პროექტში ჩართავს. ინტერაქტიული თეატრალური ანტრეპრიზის “ბედნიერების სადგურის” წარმოსადგენად აუცილებელია მონაწილეებთან და აუდიტორიასთან გაიმართოს თეატრალური სავარჯიშოები (ვორკშოფები) წარმოდგენის ჩვენებამდე. რადგან მის შემქმნელებს საშუალება ეძლევათ პროექტს შესძინონ ჭეშმარიტად მულტიკულტურული და მრავალფეროვანი პერსპექტივა. „ყოველ დღე და ყოველ წუთას ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ან გარდავქმნათ ჩვენი ცხოვრება, შევიცვალოთ აზრი გარკვეულ მოვლებზე და ბევრად პოზიტიური გავხადოთ იგი. სიხარულში გავლიოთ დრო და ვიცხოვროთ უკეთესად.“ ასე იწყება ინტერაქტიული თეატრალური ნაწარმოების „ბედნიერების სადგური“ შემქმნელების მანიფესტი. „ჩვენ გვჯერა ამის და ამიტომ გავერთიანდით“. იქნებ მართლაც აუცილებელია ვიღაცამ შეგვახსენოს, რომ დროა საკუთარ თავში მოვნახოთ ბედნიერების მიზეზი, რადგან ჭეშმარიტი ბედნიერება ხომ ჩვენს გონებაში და გულში იბადება?

ამ და კიდევ ბევრ საინტერესო სტუმრებს, სპექტაკლებს და პრემიერებს იხილავს ჩვენი ფესტივალის მაყურებელი წელს. გვიანი შემოდგომის თბილისურ თავგადასავალს კიდევ კი აუცილებლად მოუყვება მათ, ვინც ვერ დაესწრება ჩვენს წარმოდგენებს. რადგან განსაკუთრებული პრემიერები მხოლოდ ერთხელ გაიმართება ჩვენს პროგრამაში და ბილეთების შეძენა გაცილებით ადრე და ორგანიზაებულად დაიწყება. ასე რომ მოემზადეთ დაუვიწყარი თეატრალური საღამოებისთვის და გადახედეთ გარდერობს, ლამაზი კაბებისა და კოსტიუმების გამომზეურებისთვის მზად რომ იყოთ. ეს შემოდგომა ნამდვილად განსაკუთრებული იქნება!