Projects: KING LEAR

REIMAGINATION BY ANDRIY ZHOLDAK

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და Check in Georgia-ს მხარდაჭერით, პირველად წარმოგიდგენთ ფესტივალის პროდუქციას “მეფე ლირი. ანდი ჟოლდაკის წარმოსახვა” უილიამ შექსპირის პიესის “მეფე ლირი” მიხედვით.

ვინ არის ლირი? რისი თქმა სურდა შექსპირს ჩვენთვის? რა გვახსოვს დღესაც ამ ყველაფრიდან?

დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა მოხუცი მეფე, იქნებ დედოფალი? იდგა სამეფო და სახლი, სადაც ცხოვრობდა სამი ქალიშვილი და სამი სიძე. შეკარით კვანძი და ჩაებღაუჭეთ მათ ბედისწერას – მოქაჩეთ მათი ბედის ბაწარი. რას იზამენ შვილები, როდესაც მათ ხელში აღმოჩნდება ციხესიმაგრის გასაღები? როგორ წარდგებიან ისინი ბედისწერის წინაშე? დადგებიან, იცინებენ, გაიხსენებენ, ირბენენ . . . ალბათ იცეკვებენ .

სპექტაკლის თემა – თაობებს შორის ურთიერთობაა: მშობლები და შვილები. რეჟისორი გამოაჩენს ქალის ეგოიზმს, გამომდინარე მისი პირადი ტრაგედიიდან, რომელიც გადაიტანა ცხოვრებაში.  გვაჩვენებს თუ ადამიანური ეგოიზმი, მატერიალიზმი და სიძულვილი, როგორ ანგრევს ოჯახურ ჰარმონიას, სიყვარულს, ურთიერთ პატივისცემას და როგორ მიყავს ადამიანური ურთიერთობები სრულ კრახამდე.  ყველა მიზანსცენა – მისტიფიკაციაა. სპექტაკლში მოქმედებები რეალური ცხოვრებიდან გადადის თეატრში და ბრუნდება ისევ რეალობაში.

დედოფალი ლირი, მდიდარი თავისი ისტორიებით, სამეფო ნანგრევებში, გაჭედილია ხლართებსა და მძვინვარებას შორის, რომელიც სამარადისოდ დაწყევლილია, რათა ახსოვდეს საკუთარი თავი. ნუთუ რამეს გვიქადდა ეს იმპერია? რას ვიტყვით მის მემკვიდრეობაზე, ქალიშვილებზე და სიძეებზე?  გულუბრყვილოები თუ სისხლში ამოსვრილნი, ღირსეულნი თუ განძარცვულნი, ადამიანები, რომლებიც ფანატიურად ეძებენ ოჯახურ სიმდიდრეს თუ ის, ვინც დაკარგა მემკვიდრეობა და მაინც შესაძლოა გაუმართლოს?  ან თუნდაც გაიმარჯვოს? და მემკვიდრეობად ერგოს სამეფო, მისი დიდება და დაცემა.

ანდრი ჟოლდაკის ფიგურა მსოფლიო თეატრის რუქაზე ყოველთვის განსაკუთრებულ მოვლენად, მორიგ თეატრალურ სენსაციად და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შემთხვევად აღიქმება. იგი დაჯილდოვებულია იუნესკოს პრიზით  თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საუკეთესო რეჟისორის ტიტულით მაკედონიაში, ფინეთში, რუმინეთში. ასევე რუსეთის მთავარი თეატრალური პრემიის „ოქროს ნიღაბის“ ლაურეატია 2017, 2014 წლებში, როგორც საუკეთესო რეჟისორი.

გამოჩენილი უკრაინული დინასტიის, ტობილვიჩ-ტარკოვსკის შთამომავალი, ანდრი უკრაინიდან საბჭოთა კავშირის დიქტატს ახალგაზრდა ასაკში გაექცა. პროტესტმა მის შემოქმედებაში, მაღალმა ესთეტიურმა ხედვამ და ღრმა ინტელექტუალურმა ანალიზმა, ორთოდოქსული თეატრალური  ფომების მიღმა, ახალი სახელოვნებო ენის გაჩენასა და დამკვიდრებას შეუწყო ხელი, რაც დღეს   ჟოლდაკის უნიკალურ ხელწერას თანამედროვე კლასიკის ხარიხსში აყენებს. გვჯერა ჩვენი თანამშრომლობა უახლესი თეატრის საკვანძო ორიენტირი გახდება, რადგან ქართული თეატრალური სკოლა და ესთეტიკა, რომელიც მეოცე  საუკუნის მანძილზე ერთეულმა ქართველებმა მსოფლიოს სახელმძღვანელო მაგალითად  დაუტოვეს, ოცდამეერთე საუკუნის ქართული თეატრის გარანტიაა.

თბილისში პრემიერაზე ჩამოსვლას გეგმავს არა ერთი საერთაშორისო პროდიუსერი და ფესტვიალის დირექტორი. სპექტაკლის პრემიერა დაგეგმილია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე “საჩუქარი 2019”, რაც  მასშტაბურ საერთაშორისო კამპანიას გახსნის, რომელიც ქართულ კლასიკურ თეატრში ახალი მიმდინარეობის, რადიკალურად ავანგარდული ესთეტიკისა და ხედვის დამკვიდრების გარდა, უაღრესად მნიშვნელოვანი  განაცხადი იქნება.

მსოფლიო პრემიერა ანდრი ჟოლდაკის დადგმისა „დედოფალი ლირი“ შედგება ფესტივალზე “საჩუქარი” 17, 18, 19 ნოემბერს, გრიბოედოვის თეატრში.

მხატვარი – დანიელ ჟოლდაკი.

კოსტუმების მხატვარი – სიმონ მაჩაბელი

კომპოზიტორი – სერგეი პატრამანსკი.

როლებში: ქეთევან დოლიძე, თეიმურაზ გვალია, პაატა ბარათაშვილი, ირინა გიუნაშვილი, ანრი ბიბინეიშვილი, ბუბა ჭოღოშვილი, თამარ ბზიავა, თამარ ბუაჩიძე, ილია ჭეიშვილი, სოსო ხვედელიძე და ლაშა გაბუნია.

პროექტი ახორციელებს ა(ა)იპ – მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“,  თბილისის გრიბოედოვის თეატრის სცენაზე Check in Georgia-ს ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის პროგრამით „საქართველო ევროპაში“.

პროექტის მხარდამჭერია უკრაინის საელჩო საქართველოში.

პროექტის ოფიციალური მზღვეველია „არდი“

პროექტის პარტნიორია „საქართველოს კულტურის პალატა“   

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s