SPANISH CULTURE FOCUS 2019 “ესპანური ფოკუსი 2019” ფესტივალზე “საჩუქარი”

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, ესპანეთის ხელოვნების საბჭოსთან Acción Cultural Española (AC/E) თანამშრომლობით, წარმოდგიგენთ „უახლესი ესპანური კულტურის ფოკუსს“ საქართველოში

ოთხი ათასწლეულის წინ დაწყებული ქართული ეთნოგენეზის მკვლევარებს ჩვენი წარმოშობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩათ გაურკვეველი. ესპანელი ბასკების და ქართველების დიდი იბერიული ოჯახი, ანტიკური წყაროების მიხედვით, თურმე მართლა არსებობდა და ერთ ენაზეც საუბრობდა. ძველი ბერძნების აზრით,  იბერები (ანუ ქართველები) ესპანეთიდან გადმოსახლდნენ კავკასიაში, (მეგასთენე, დიონისისი, აპიანე ეუსებიოს კესარიელი და სხვები). თუმცა არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე ეს ეჭვი ფაქტობრივად მოიხსნა და საუკუნის ხელა კვლევებმა ახლა ვარაუდად დატოვა კავკასიიდან იბერების ევროპაში გადასახლება.

ფაქტია, რომ ესპანელი ბასკების ენა დღემდე ერთადერთი არა-ინდოევროპული ენაა დასავლეთ ევროპაში და არავის ენათესავება ან მსგავსია ქართული ენის გარდა. მაგრამ ჩვენი წარმოშობის საიდუმლოებით მოცულ ისტორიაში იშვიათად ვხვდებით ქართულ-ესპანურ კულტურულ კავშირებს, თუმცა ყოველი შემთხვევა ჩვენი წარმომავლობის ლეგენდას გვახსენებს და დღესასწაულიც დიდია.

2019 წლის ფესტივალის „საჩუქარი“ ესპანურმა ფოკუსმა  მისი საფუძვლის ჩაყრის თანავე მიიპყრო ესპანეთის ხელოვნების საბჭოს ყურადღება. ესპანეთის კულტურის სამინისტროს, ხელოვნების საბჭოს Acción Cultural Española (AC/E) და ფესტივალის “საჩუქარი” თანამშრომლობით გთავაზოთ უახლესი ესპანური საშემსრულებლო ხელოვნების პანორამას თბილისში!

2019 წლის ფესტივალის „ესპანური ფოკუსის“ მხარდამჭერია ესპანეთის კულტურის და სპორტის სამინისტრო და (ესპანეთის ხელოვნების საბჭო Acción Cultural Española (AC/E)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s