GIFT FESTIVAL BLOGGERS 2019

გიორგი ჭკადუა

გამარჯობა. გასაკვირი არაა, რომ მისალმებით ვიწყებ, რადგან სოციალური ქსელი,
ისევე, როგორც დრამა, დიალოგური შინაარსისაა. არა, ლიტერატურა და
ხელოვნება, რა თქმა უნდა, ღრმა ბავშვობიდანვე არ მიტაცებდა. კარგად მახსოვს
ჩემი საწოლის წინ მდგარი დიდი კარადა, რომლის სულ ზემოთა თაროზე ვაჟა-
ფშაველას ცხრატომეული იდო. გადმომცქეროდა და მემუქრებოდა, ისევე უნდა
დამწოლოდა მხრებზე, როგორც იმ თაროს აწვებოდა და რაც ყველაზე მეტად
მაშფოთებდა, კომპიუტერთან ჯდომის საათებიც უნდა შეემცირებინა. დროთა
განმავლობაში ეს დამოკიდებულება შემეცვალა, თუმცა რეალური გარდატეხა
პირველ კურსზე მოხდა. თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და
საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში ერთი საგანი გვაქვს, ლიბრი მაგნი
ჰქვია. სემესტრის განმავლობაში მხოლოდ ერთ წიგნს ვკითხულობთ და ვარჩევთ,
რიგში პირველი კი ,,ჰამლეტი’’ იყო. მთელი კურსის განმავლობაში მხოლოდ
ერთხელ გამოვთქვი სემინარზე წაკითხვის სურვილი, პოლონიუსის როლი მერგო
და სამწუხაროდ, პოლონიუსი სწორედ მაგ მოქმედებაში მოკლეს, ასე რომ, რაც არ
უნდა სიმბოლური იყოს, ლიტერატურის უკიდეგანო თავისუფლებაში ამ
სიტყვების ფონზე ჩავყვინთე: ,,ვაი, მომკლეს’’. მივაკითხე თეატრებსაც და
პარანოიდული შიმშილით დავიწყე ქექვა დიალოგებში. ხშირად იყო მომენტი,
როდესაც თავში დაგროვილის გადმოტანა მინდოდა ხოლმე და წერასაც არ
მოვერიდე. ისე მოხდა, რომ კონკურსის ,,შემოდგომის ლეგენდის’’ ათეულში
აღმოვჩნდი. ამ ყველაფერმა პარანოიის მეორე ტალღა წარმოშვა. მინდოდა
მწერლების ტექნიკის და სტილის შემჩნევა მესწავლა. ამ შემთხვევაშიც წერის
გარეშე არაფერი გამოვიდა და ესმა ონიანის მიმართ მიძღვნილი კონკურსის ერთ-
ერთი პრიზიორი გავხდი ესეისტიკაში. პარანოიამ ბოლოს ქართული წიგნის
ცენტრის პროექტში, ,,წიგნის აკადემიაში’’, ამომაყოფინა თავი, სადაც მთავარი
პრიზი მხვდა წილად და ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე
მივემგზავრები. იქამდე კი, დრამის ფესტივალზე შევხვდებით, ჩვენი დიალოგი
მხოლოდ ახლა იწყება, ასე რომ, დროებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s