Georgian International Festival of Arts in Tbilisi GIFT In Honour of Michael Tumanishvili
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი"
recent posts
about
Category: Performing Arts
-
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” 2025 წლის სეზონზე სამი ათეული წლის განმავლობაში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – GIFT/საჩუქარი კულტურული დიპლომატიის, მხატვრული სრულყოფილების და გლობალური შემოქმედებითი ურთიერთგაცვლის სიმბოლო გახდა. ფესტივალი 1997 წელს დაარსდა, ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის პატივსაცემად და მას შემდეგ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სახელოვნებო პლატფორმად იქცა. წლების განმავლობაში, ფესტივალმა…
-
რიგით 27-ე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ ახალი, განსაკუთრებული პროგრამით უბრუნდება თბილისს. ახალი სეზონის მთვარ გზავნილს კი ამერიკელი ილუსტრატორის, ჯორჯ ვოლფ პლანკის ნამუშევრით „მთვარე და სარკე“ გადასაცემს მსოფლიო საფესტივალო ოჯახს, მხარდამჭერებს, პარტნიორებს და რაც მთავარია ქართველ მაყურებელს. მსოფლიო ხელოვნებაში და ლიტერატურაში – ეზოთერიკიდან პუბლიცისტიკამდე – „მთვარე და სარკე“ ხშირად ასახავდა ანარეკლს, რომელსაც…
-

ევი პრუსალის ნაშრომიდან „ინდივიდის გამოკეტვა ნეოლიბერალურ რაციონალიზმში თეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლების მიხედვით“ მას შემდეგ, რაც Alarm-ით ძალაუფლების მექანიზმი დიაქრონულად და მაკროსკოპიული მასშტაბით წარმოადგინა, თეოდოროს ტერზოპულოსმა სპექტაკლით Amor (2013) ყურადღება შეაჩერა საზოგადოების მიკრომასშტაბზე. საქმე გვაქვს პერფორმანსთან, რომელშიც წარმოდგენილნი არიან მამრობითი და მდედრობითი სქესის ინდივიდები 21-ე საუკუნის დასაწყისიდან ანუ თავაწყვეტილი კონკურენციის, საფონდო ბირჟის, ციფრებისა და სააქციო კაპიტალის ეპოქიდან.…
-
“თეოდროს ტერზოპულოსი ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა დღევანდელ თეატრალურ სამყაროში. ცნობილი თანამედროვე გერმანელი მწერლისა და დრამატურგის, ჰაინერ მიულერის სადარი რეჟისორი და პოლონელი რეჟისორის, ეჟი გროტოვსკის მისტიკური თეატრალური პრაქტიკის მემკვიდრე და გამგრძელებელი თეორეტიკოსი. საერთაშორისო თეატრალური ლანდშაფტი მან ჯერ კიდევ 1986 წელს შეარყია, როცა საბერძნეთში ევრიპიდეს «ბაკხი ქალები» დადგა. მისი რევოლუციური ხედვა ბერძნული ტრაგედიის შესახებ ლამის თავდაყირა აყენებს…
-

ტომ ლუცი ევროპის თანამედროვე სცენის კაშკაშა ვარსკვლავი, შვეიცარელი რეჟისორი ტომ ლუცი ბრწყინვალე ექსპერიმენტატორი და ინოვაციური იდეების ცნობილი ავტორია ევროპულ თეატრში. 32 წლის ასაკში, მან სამშობლოში კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და მოწინავე თეატრალური ჟურნალის ‘Theater Heute’ მიერ საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორად დასახელდა. ლუცი არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი რეჟისორია, რომლის ნამუშევრები „თეატრალური…
-
2023 წლის ფესტივალის პლაკატის მთავარი თემა ფრანგ მხატვარ-ავანგარდისტს, გრაფიკოსს და მწერალ-პუბლიცისტს, ფრანსის პიკაბიას ეკუთვნის (1879-1953). 1924 წელს, მას შემდეგ რაც პიკაბია პარიზის ავანგარდისტებს დაშორდა და საფრანგეთის რივიერას გაემგზავრდა, მუშაობა რადიკალურ განსხვავებული სტილით დაიწყო, რომელსაც მის „გამჭვირვალე“ პერიოდს უწოდებენ. “გამჭვირვალე პერიოდის” მომხიბლავი ნახატები, რომელიც ზღაპრის ილუსტრაციას უფრო წააგავს, უნიკალურია თავისი იდუმალი სილამაზით. მიუხედავად იმისა, რომ მათში…