Georgian International Festival of Arts in Tbilisi GIFT In Honour of Michael Tumanishvili

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი"

  • ტომ ლუცი

    ევროპის თანამედროვე სცენის კაშკაშა ვარსკვლავი, შვეიცარელი რეჟისორი ტომ ლუცი ბრწყინვალე ექსპერიმენტატორი და ინოვაციური იდეების ცნობილი ავტორია ევროპულ თეატრში. 32 წლის ასაკში, მან სამშობლოში კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და მოწინავე თეატრალური ჟურნალის ‘Theater Heute’ მიერ საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორად დასახელდა. ლუცი არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი რეჟისორია, რომლის ნამუშევრები „თეატრალური ნეტარების არაჩვეულებრივი მომენტებით“ სავსეა (კორნელია ფიდელი, «Süddeutsche Zeitung»).  მას ფართოდ განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და ნიჭიერ რეჟისორს თეატრალურ სამყაროში და მისი ნაწარმოებები აგრძელებს მაყურებლის შთაგონებას და მოხიბვლას მთელს მსოფლიოში.

    „შვეიცარიელი თეატრის ჯადოქრის“, როგორც მას ხშირად ეძახიან, ევროპული თეატრის ვარსკვლავის დებიუტი ბაზელის თეატრში 2007 წელს შედგა: „Patience Camp“ (მოთმინების ბანაკი) ირლანდიელი წარმოშობის ინგლისელი მკვლევარის, ლეგენდარული პიროვნების, სერ ერნესტ შეკლტონის ისტორიულ მოგზაურობაზეა ანტარქტიდაში, როცა იგი არა მხოლოდ გაუძღვა ამ ურთულეს ლაშქრობას, არამედ გადაარჩინა ყველა ადამიანი, გემის ყინულოვან ოკეანეში ჩაძირვისას და 2 წლის შემდეგ, პორტიდან 20 000 კილომეტრით დაშორებული, შინ დააბრუნა.  ბრიტანეთის მეფემ, ედუარდ VII-ემ იგი მეფის რაინდის ტიტულით დააჯილდოვა. შეკლტონმა „მოთმინების ბანაკი“ მოიგონა და მაშინ როცა ყინული ყველა გასასვლელს უქოლავდა, სამი თვის მანძილზე ბანაკი დრეიფით გადაარჩინა ჩაძირვას. ასე დაიწყო ტომ ლუცის კარიერა და მას შემდეგ მისი  ყოველი ახალი დადგმა ევროპის ცნობილ სცენებზე, თეატრსა თუ ოპერაში, ყოველთვის აღვიძებდა მაყურებელში ცნობისმოყვარეობას და ბადებდა შეკითხვებს, რომელზე პასუხის გასაცემად  გარეგანი სამყაროს, როგორც ობიექტური რეალობის მიღმა აღქმა და ვიზუალიზაცია იყო საჭირო. და რადგან თეატრის სილამაზე მდგომარეობს მაყურებლის ახალ სამყაროში გადაყვანის უნარში, შვეიცარიელი თეატრის რეჟისორი ტომ ლუცი ამ ხელობის დიდი ოსტატია. მხოლოდ არ მოსწონს როცა ჯადოქარს ეძახიან, „მაგია არის სიმბოლოების მოულოდნელი კომბინაცია. მთავარი, რაც მაინტერესებს არის ის, რომ ამ მოულოდნელობის საშუალებით თეატრს შეუძლია რაღაც შეცვალოს სამყაროში.“

    რაოდენ სიმბოლურია, რომ ლუცმა მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრით Theater Immobiel / Maison Maeterlinck, რომელიც მილო რაუს მიწვევით გენტის თეატრში (Nederlands Toneel Gent/NTGent) დადგა, ევროპის თეატრს „იმობილური თეატრის“ (სტაციონარული თეატრის) მოდელი შესთავაზა, რომელიც  უნდა აღვიქვათ როგორც წინასწარმეტყველება ან სულაც ალეგორია საზოგადოების უძრაობისა, რასაც ლუცი ჩვენი დროის ისტორიულ კატაკლიზმებს აბრალებს, ეკოლოგია, პანდემია, ომი და ა.შ.  მხოლოდ ჩვენი გამოგონილი ეს „მოთმინების ბანაკი“ ნუთუ გადაგვარჩენს ოკეანეში ჩაძირვას? 

    ლუცის ნამუშევარი თეატრის სილამაზისა და ძალაუფლების დასტურია და მისი უახლესი სპექტაკლი ნამდვილად იქნება განსაცვიფრებელი და დასამახსოვრებელი გამოცდილება ყველასთვის, ვინც მას ნახავს. საინტერესო ხელოვანია ტომ ლუცი და სამართლიანად ბრწყინავს დღევანდელი ევროპული თეატრის სცენაზე. 

    „ლუცის გმირები ექსცენტრიადას ნამდვილი ექსპერტები არიან, ისინი ყველა თეატრალური სკოლის და წარმოდგენის წინააღმდეგ მიდიან და ხდებიან  გონიერების დისიდენტები. ისინი ყველა იმ ღირებულების წინააღმდეგნი არიან, რომლებიც  საქონლითა და რიცხვებით განისაზღვრება…. მაგრამ ლუცი, ნისლის შოუებით, შთაბეჭდილების მოხდენას კი არ ცდილობს მაყურებელზე, არამედ ისეთი დახვეწილი გზით ახერხებს ჩვენი ცხოვრების ამაოებაზე დაგვაფიქროს, რომ არა თუ კვამლი ხდება მატერიალური თეატრში, არამედ კომედიის ახლებურად გააზრებაც გვიხდება.   გერმანელი თეატრის კრიტიკოსი ტილ ბრიგლები, ბერლინის თეატრალურ ფესტივალზე (Theatertreffen Berlin 2019) გამართული პრემიერის შემდეგ.

    ტომ ლუცის წარმოდგენამ „გოგონა ნილის ძრავების ქარხნიდან “ გახსნა 2019 წლის ბერლინის ფესტივალი, მიწვეული გახლდათ ათენისა და ეპიდავროსის ფესტივალზე, ტეატრ დე ვიდი, ლოზანაში, ორლეანის ეროვნულ დრამატულ ცემტრში, მონპელიეს ცნობილ Printemps des Comédiens და ა.შ. წელს კი ჩვენი ფესტივალის პროგრამაშია წარმოდგენილი, 27/28 ოქტომბერს, აბრეშუმის ფაბრიკის დიდი სტუდიაში

    THOM LUZ

    A shining star of the European contemporary scene, Swiss director Thom Lutz stands out as a brilliant experimenter and a renowned author of innovative ideas in the European theatre. At the age of 32, he garnered high praise from Swiss critics and was honoured as the best young director by the prestigious theatre magazine ‘Theater Heute’. Lutz’s artistic prowess extends beyond his homeland, as he is in high demand not only in Switzerland but also in France, Germany, and Belgium. His works are known for their “extraordinary moments of theatrical bliss” (Cornelia Fidel, “Süddeutsche Zeitung”), and he is widely regarded as one of the industry’s most innovative and talented directors. His productions continue to inspire and captivate audiences worldwide.

    Often referred to as the magician of Swiss theatre, Tom Lutz made his debut at Basel Theater in 2007 with “Patience Camp,” a play depicting the historic journey of Sir Ernest Shackleton, an English explorer of Irish descent. Shackleton’s legendary expedition to Antarctica involved not only enduring the most challenging conditions but also saving all crew members when their ship sank in the icy ocean. After drifting for three months, Shackleton successfully led his team to safety, covering a distance of 20,000 kilometres. His heroic efforts earned him the title of King’s Knight from King Edward VII of England. This remarkable story became the inspiration for Lutz’s career, and since then, each of his new productions on renowned European stages, theatres, and operas has aroused curiosity and provoked thought-provoking questions, requiring the audience to perceive and visualize the external world as an objective reality. Tom Lutz, a master of his craft, understands that the beauty of theatre lies in its ability to transport the audience to new worlds. However, he prefers not to be labelled a magician, stating, “Magic is an unexpected combination of symbols. What interests me is the potential of theatre to effect change in the world through this unexpectedness.”

    It is symbolic that one of Lutz’s recent works, “Theater Immobile / Maison Maeterlinck,” staged at Nederlands Toneel Gent/NTGent by invitation of Milo Rau, presented the concept of “immobile theatre.” This stationary theatre can be seen as a foreshadowing or allegory of society’s immobility, which Lutz attributes to historical cataclysms, ecological crises, pandemics, and wars. Will this self-created “patience camp” save us from drowning in the ocean of our own making?

    Lutz’s body of work is a testament to the beauty and power of theatre, and his latest production is bound to be a remarkable and unforgettable experience for all who have the privilege of witnessing it. Tom Lutz stands as a captivating artist who rightfully shines on the European theatre scene today.

    “…Luz’s characters are experts of the eccentric, they defy against all regulations, are dissidents against reason and all of its values that are defined by commodities and numbers… Thom Luz doesn’t simply strive to impress, he aims to impress with subtlety, to make us think about the futility of our life. The atmosphere and magic he creates not only makes the airborne particles of smoke become material but also the comedy itself levitates to a new definition.”   Till Briegleb, Theatertreffen Berlin

    A modern fairytale with a magical finale that was chosen to open the 56th Theatertreffen – Berliner Festspiele 2019. The show was invited to Théâtre Vidy-Lausanne, CDNO – Centre Dramatique National Orléans, Printemps des Comédiens Montpellier, DE SINGEL – maison des arts contemporaine et accueillante etc.  

  • The Power of Partnership: A Journey of Artistic Brilliance and Meaningful Connections

    In the bustling city of Tbilisi, a beacon of artistic excellence shines bright every year at the GIFT Festival. Established in 1997 as a heartfelt message of peace and reconciliation, this remarkable event pays tribute to the visionary Michael Tumanishvili. With a commitment to showcasing outstanding artistry, the festival has become a symbol of cultural exchange and the transformative power of art in Caucasus region.

    At the heart of the GIFT Festival lies a celebration of artistic brilliance. Each year, the festival curates an exceptional lineup of performances, exhibitions, and workshops that captivate audiences from near and far. By carefully selecting works of excellence, the festival honors Michael Tumanishvili’s vision to spread the gift of exceptional art, transcending boundaries and fostering understanding among diverse cultures.

    Since its inception, the GIFT Festival has served as a vibrant meeting point for artists and audiences from around the world. It acts as a melting pot of diverse cultures, where connections are forged, and bridges are built. By bringing together international artists alongside local talents, the festival cultivates an atmosphere of cultural exchange and collaboration. Through shared experiences and creative interactions, it highlights the universal language of art that transcends borders and unites humanity.

    The GIFT Festival believes in the transformative power of art. Beyond mere entertainment, it aims to ignite conversations, challenge perceptions, and inspire change. Through thought-provoking performances, thoughtfully curated exhibitions, and engaging workshops, the festival sparks introspection and encourages dialogue on social issues. It empowers both artists and attendees to envision a world filled with compassion, understanding, and shared responsibility.

    In the world of arts and culture, partnerships play a vital role in creating transformative experiences. The International Festival is a shining example of an organization that believes in the power of long-term engagement and innovation. By forging close relationships with like-minded organizations, they aim to achieve shared aims that resonate with audiences worldwide.

    This year we are thrilled to present a festival with an unparalleled heritage in the arts, supported by a live and engaged audience. Our program showcases the very best in world-class entertainment, curated by a team with extensive global experience in high-profile partnerships. We understand the importance of delivering business results aligned with your objectives, and we are committed to working closely with you to develop creative brand activations that will captivate and engage our festival attendees.

    Here are some key reasons why our festival presents a unique opportunity for your brand:

    • World-Class Entertainment:

    Our program features top-notch entertainment from around the world, ensuring a high-quality and captivating experience for attendees. By aligning your brand with our carefully curated lineup, you can enhance your brand’s reputation and credibility among discerning consumers

    • Global Partnerships:

    Our experienced team has a proven track record of successful collaborations with global partners. We understand the intricacies of creating impactful brand activations that resonate with audiences across borders. Together, we can develop tailored strategies that effectively communicate your brand’s message and deliver tangible business results.

    • Engaged Audience:

    Our festival attracts a diverse and passionate audience of art enthusiasts, cultural connoisseurs, and trendsetters. By participating in our event, you will have the opportunity to engage with this vibrant community and create lasting connections with potential customers and brand advocates.

    • Creative Brand Activations:

    We recognize the importance of creating unique and memorable experiences for festival-goers. Our team will work closely with you to develop innovative brand activations that align with your brand’s identity and objectives. From immersive installations tglory wo interactive experiences, we will ensure your brand stands out and leaves a lasting impression.

    We invite you to seize this exceptional opportunity to partner with our festival. By aligning your brand with our heritage, engaged audience, and world-class entertainment, you can elevate your brand’s visibility, reach new audiences, and achieve your business objectives.

    Let us embark on a collaborative journey that merges the power of the arts with the strength of your brand. Together, we can create an unforgettable experience that resonates with attendees and delivers tangible results. Thank you for considering a partnership with our festival. We look forward to discussing the exciting possibilities that lie ahead

    In an era where collaboration is paramount, the International Festival stands out as a beacon of long-term engagement and innovation. Their unwavering commitment to forging partnerships that drive positive change sets an inspiring example for the arts and cultural sector. By embracing creativity, trust, and shared aims, they continue to transform the way we experience and celebrate the arts. Together, let’s embrace the power of partnership and create a future where the arts thrive and touch the lives of people across the globe.

    From the Festival Team

  • 2023 წლის ფესტივალის პლაკატის მთავარი თემა ფრანგ მხატვარ-ავანგარდისტს, გრაფიკოსს და მწერალ-პუბლიცისტს, ფრანსის პიკაბიას ეკუთვნის (1879-1953).

    1924 წელს, მას შემდეგ რაც პიკაბია პარიზის ავანგარდისტებს დაშორდა და საფრანგეთის რივიერას გაემგზავრდა, მუშაობა რადიკალურ განსხვავებული სტილით დაიწყო, რომელსაც მის „გამჭვირვალე“ პერიოდს უწოდებენ. “გამჭვირვალე პერიოდის”  მომხიბლავი  ნახატები, რომელიც ზღაპრის ილუსტრაციას უფრო წააგავს, უნიკალურია თავისი იდუმალი სილამაზით. მიუხედავად იმისა, რომ მათში წარმოდგენილი ელემენტები ხელოვნების ისტორიიდანაა, მათი მნიშვნელობა მაინც საიდუმლოდ რჩება. პიკაბიას „ადამ და ევა“ სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის. იგი დაახლოებით 1928-31 წლებში დაიწერა და თავის თავში იმდენი საიდუმლო დაფარა, რომლის ამოხსნა დღემდე უჭირთ ხელოვნების მკვლევარებს.

    მიუხედავად იმისა, რომ ნახატის სათაური „ადამი და ევაა“, იგი შთაგონებულია ორესტესა და ელექტრას შეთქმულებით: იგი პიკაბიამ ნეაპოლის მუზეუმში მიკენის მეფის შურისმაძიებელი შვილების ბერძნული ქანდაკებით ინსპირირებულმა დახატა. საღვთო სამართალი ხომ ყველა დროში და ეპოქაში სხვადასხვა სახით და ფორმით ავალებს ქალღმერთსაც და მომაკვდავ ადამიანსაც ქმედებას. ყველასთვის ცნობილია, რომ კლასიკური თემების თანამედროვე ადაპტაციით, მხატვრები ცდილობდნენ კლასიციზმისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას, მაგარამ პიკაბია უარს ამბობს ამ ცდუნებაზე, სამაგიეროდ იდუმალებით მოფენილი მომღიმარი სახით ნახატზე იგი საიდუმლოს გვიტოვებს.

    ფრანსის პიკაბიას ნამუშევარი 2023 წლის საფესტივალო აფიშის, ბროშურის, სოციალური და ტელე საინფორმაციო კამპანიის მთავარი თემა გახდება, რადგან მხატვრის საიდუმლო გვჯერა, რომ უპირველეს ყოვლისა ახალი სამყაროს შექმნას უკავშირდება, რომელსაც პოსტ-პანდემიური ეპოქის 21-ე საუკუნის მსოფლიო მოუთმელად ელოდა.

    მიუხედავად  ეპიდემიის და ომის მძიმე ტვირთისა, რამაც ჩვენი საქმიანობა 2 წლით შეაჩერა (2020-2021), ფესტივალმა გასულ წელს სპეციფიური პროგრამა „ბერძნული ფოკუსი“ წარმოადგინა, სადაც მაყურებელს ეპოქალური მნიშვნელობის ბერძენ ხელოვანებთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცა და ევროპული თეატრის სათავეებიდან, საწყისიდან, გენეზისიდან დაიწყო მომდევნო მეოთხედის ათვლა. წელს კი მომდევნო ეტაპის დასაწყებად, ფრანგი მხატვარ-ავანგარდისტის, გრაფიკოსის და მწერალ-პუბლიცისტის ნახატით „ადამი და ევა“ ინსპირირებული ფესტივალი, კვლავაც უნიკალური სპექტრით წარუდგება თბილისის ფართო აუდიტორიას.

    რადგან „ადამი და ევა“ მხოლოდ დასაწყისს არ ნიშნავს: მათ დატოვეს სამოთხე პროგრესის საძიებლად. იმის გამო, რომ მათ შეჭამეს ნაყოფი, ჩვენ ყველას გვაქვს შესაძლებლობა დავიბადოთ დედამიწაზე, ვისწავლოთ და განვითარდეთ, შევიძინოთ უახლესი ინფორმაცია და ცოდნა წინსვლისთვის და ჩვენი იდეების წარმატებისთვის. მათი ამბავი ცნობიერების ზრდის და ეგოს გაჩენის ისტორიაცაა, მაგარამ უმთავრესად ადამიანის ცხოვრებაში კეთილის და ბოროტის არსებობის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია დავძლიოთ ბოროტება . მათი სახე სახვით ხელოვნებაში, ოპერასა და თეატრში,  ლიტერატურასა თუ ფსიქოლოგიის მეცნიერულ ასპექტში ყოველთვის გზაა ახალი, ინტელექტურად და სულიერად განვითარებული საზოგადოების გაჩენისაკენ. რაც ჩვენი ფესტივალის უმთავრესი მიზანია და  რაზეც ყოველწლიურად მზარდი ფართო აუდიტორია, მისი ერთგული და ახალი მეგობრების საგულისხმო რიცხვი მეტყველებს.

    ჩვენი კონტინენტის ჩრდილოეთით, სკანდინავიური აღორძინების ხანის შესანიშნავი ოსტატის, შვეიცარიელი მხატვრის და ილუსტრატორის იოს ამანის „ადამ და ევა სამოთხის ბაღში“ (1579) სიკეთისა და ბოროტების ისტორიაა, საღვთისმეტყველო თეზისი, რომ თუ სამართლიანად ვიცხოვრებთ,  ყველას შეგვიძლია გამოვისყიდოთ ჩვენი ცოდვები და დავბრუნდეთ  ღმერთთან. დიდი გერმანელი მწერლის და შეიძლება ვთქვათ შვეიცარიელისაც, ჰერმან ჰესეს უკვდავ ქმნილებაში „დემიანე“ ადამიანის სწრაფვა სრულყოფილებისაკენ, რომელიც დაკარგული სამოთხის ძიებას ედარება, ძლიერდება პიროვნების ჩამოყალიბების, თვითშემეცნების და საკუთარი გამოცდილების რეფლექსიის საფუძველზე. ყოველგვარ პირობითობასთან და სიყალბესთან ბრძოლის პათოსით გამსჭვალული თანამედროვე შვეიცარიული ხელოვნება, გახდა კიდევაც 26-ე ფესტივალის „საჩუქარი“ ინსპირაცია და 2023 წელს ქართველ მაყურებელს „შვეიცარიულ ფოკუსს“ ვთავაზობთ.

    ფესტივალის გუნდი

    პლაკატის დიზაინი ეკუთვნის ბესო დანელიას ®

  • დავით ბუხრიკიძე

    მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, რომლის პროგრამა ბოლო წლების განმავლობაში ალბათ, ყველაზე საინტერესო და ხარისხიანი იყო, გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი რეჟისორის, ანდრეი (ანდრი) ჟოლდაკის მსოფლიო პრემიერით დასრულდა. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, მასშტაბური და პარადოქსულად მოაზროვნე ხელოვანის ახალ საფესტივალო სპექტაკლს გარკვეული კონტექსტი აქვს: დაახლოებით ორი წლის წინ, ის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში უნდა დადგმულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ქეთი დოლიძე თეატრიდან გაათავისუფლეს (სწორედ მას უნდა შეესრულებინა ერთ-ერთი მთავარი როლი) დაწყებული რეპეტიციები შეწყდა, ხოლო პრემიერამ საფესტივალო დროში გადაინაცვლა და სრულიად სხვა მნიშვნელობა შეიძინა.

    „მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვა“ – ასე ეწოდება წარმოდგენას, რომელშიც რეჟისორის ორნაწილიან, დახლოებით 230-წუთიან „წარმოსახვაში“, მეფე ლირი ქეთი დოლიძის მიერ შესრულებულ ძნელად აღსაზრდელთა სასწავლებლის კომისიის ქოთქოთა თავმჯდომარედ გარდაისახა, ხოლო მეორე ნაწილში დედა-ლირად, რომელსაც ქალიშვილები განძეულისა თუ სამკაულების გამო კლავენ…

    ტექსტი, რომელიც თავად რეჟისორმა შექმნა, მთლიანად გათავისუფებულია შექსპირული ტვირთისგან და მასში პირველი მოქმედებიდან მხოლოდ ლირისადმი ქალიშვილების „ერთგულების ტესტი“ დარჩა. ყველაფერი სხვა სრული იმპოვიზაციაა, პირველ ნაწილში თიანეთის ძნელად აღსაზრდელთა სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების რთულ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას რატომღაც ერთგვარი „გეგ-სცენებით“ ვეცნობით (მაყურებელი ამ დროს სცენაზე ზის); ხოლო მეორეში გადავდივართ ლირის უცნაურად განათებულ, ყვავილებით სავსე სახლში (დანიელ ჟოლდაკის შესანიშნავი მხატვრობა), სადაც მისი ქალიშვილები და სიძეები ფინალში ყველაფერს ანადგურებენ (მაყურებელი უკვე დარბაზშია).

    ანდრი ჟოლდაკის რეჟისორული „წარმოსახვა“ თანამედროვე სამყაროს პრეაპოკალიფსურ შეგრძნებებს ეყრდნობა: უსაზღვრო სიამოვნებას, სხვების მიმართ აგრესიას და თვითგანადგურების უცნაურ ჟინს. დედა-ლირისა და მისი ქალიშვილების ისტორია (ირინა გიუნაშვილი – კორდილია, თამარ ბზიავა – გონერილი და თამარ ბუაჩიძე – რიგანი) ასევე კარგად ეწერება თანამედროვე „ევროპის დაისის“ კონტექსტში და ანტონენ არტოს და ეჟი გროტოვსკის თეტრალურ მანიფესტებსაც თითქოს ახალ სუნთქვას სძენს.

    ერთი მხრივ, ეს არის სისასტიკის, ჰალუცინაციისა და სიზმრისეული შეგრძნებებით სავსე სცენებისა თუ შრეების სიმრავლე (არტო) და მეორეს მხრივ, გროტოვსკის თეორიისა თუ მითითების სცენურ პრაქტიკაში გადმოტანის მცდელობა – როდესაც მსახიობთა სხეულები, როგორც ცარიელი „ჭურჭლები“, დაცლილია წინარე, უკვე განცდილი, „ჭუჭყიანი“ შეგრძნებებისგან და მათ ახალ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვხედავთ. ამგვარი ავტონომიურობა მათ ახალი ამოცანების წინაშე აყენებთ: იმოქმედონ ისე, თითქოს, აქ და ახლა მათი ცხოვრების ბოლო მომენტი დგება; თითქოს, მათი ფსიქო-ფიზიკური სამყარო ჩვენს თვალწინ შენდება და ინგრევა ლირის სახლივით, რომელიც დედის მსხვერპლშეწირვის შემდეგ სრულიად ნადგურდება დამცინავი ინდური მუსიკის თანხლებით.

    კვდომის, სიამოვნების და სიშლეგის ჟოლდაკისეული „მიქსი“, ცხადია, ტოვებს მცირე სივრცეს ბავშვური თამაშებისა და პოეზიისთვის, რაც „მოგონებების“ სცენებშია კონდენსირებული (როდესაც გონერილი, რიგანი და კორდილია რეზინობანას თამაშობენ) და რასაც აშკარად ჩეხოვის „სამი დის“ სურნელი აქვს. თუმცა ეს აშკარად ცოტაა ხანგრძლივი და დამქანველად სასტიკი თამაშების ფონზე. რა მასალას როგორც არ უნდა დგამდეს, ჟოლდაკი ყოველთვის გულისხმობს თანამედროვე თეატრს, მის ზედოზირებულ კლასიკურ რეპერტუარსა და შეგრძებებს, რომელსაც თანამედროვე და უნივერსალური მსახიობები ესაჭიროება. ეს კი აშკარად რთულია რეჟისორის მკაცრი და ძნელად შესასრულებელი მოთხოვნების გამო.

    ქანცგაწყვეტილ დედებსა თუ მეფეებს „ჟოლდაკის თეატრში“, საბოლოოდ, მაინც ხოცავენ. სასტიკად, ნაზად თუ სიამოვნებით, ეს უკვე თეატრალური გამოცდილების, გემოვნებისა და ასოციაციების ამბავია, გააჩნია, რა უფრო მიმზიდველია თქვენთვის – ჩეხოვი, შექსპირი თუ  ბრეხტი.

    ფოტო : ილია ბაბურაშვილი

  • ​ლელა ოჩიაური

    ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლს „მეფე ლირი“ დიდხანს ველოდით. სხვადასხვა ხელშემწყობი და ხელისშემშლელი მიზეზის გადალახვის შემდეგ და შედეგად, ბევრი მითქმა-მოთქმის გავლით, ეს დღეც მოვიდა და ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში, მის ფინალურ დღეებში, „მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვა“ პრემიერაც (მსოფლიო) გაიმართა.

    ​ძალიან ძნელია სიტყვებსა და რაღაც ჩვეულ ჩარჩოებში მოაქციო ის, რაც სცენაზე ხდება. როგორც ხდება და რატომ.  რა ამოძრავებს ამ უზარმაზარ მექანიზმს ანდრი ჟოლდაკის „მეფე ლირში“, რომელიც ძნელად აღსაზრდელი ბავშვების სკოლა-ინტერნატში განათლების ინსპექტორის ვიზიტითა და  შექსპირის „მეფე ლირის“ გარჩევა-როლების განაწილებოთ იწყება და სამყაროს ნგრევა-განადგურებით  მთავრდება.

    ძნელია  ახსნა, რა გაჩერებს 4 საათი ამ წარმოდგენაზე, თან ისე, რომ  წამითაც არ დუნდები და ყურადღება არ  გეფანტება, თუ გინელდება. მოჯადოებული და ჩართული ხარ უწყვეტი ფეიერვერკებით (რეჟისორისა თუ მსახიობებიგან) და ნანახითა და აღმოჩენით გაოცებული.

    ეს მართლა ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვაა, სიგიჟის ზღვრამდე მისული (ლირის შემთხვევაში, სხვანაირად ალბათ არც შეიძლება იყოს) და იმის იქითაც.

    ეს ატმოსფერო გაჟღენთილია სიგიჟით,  შიშითა და სასოწარკვეთით. გაჟღენთილია ჩვენი და ჩვენი საზოგადოების შიშებითა და ფსიქოზით.  ჟონავს ყოველ დეტალში და მსახიობების ყოველ ჟესტსა თუ წარმოთქმულ ფრაზაში. ყოველ ნიუანსში, რომლებითაც სახეები, ამბავი, პრობლემა იგება.

    აქ მუდმივად იცვლება ვითარება, ხერხი, სიტუაცია. ერთი რეალობა მეორეში გადადის. მეორე  – ახალში. ერთი მოქმედება მეორეს უპირისპირდება და თან სარკისებრ ირეკლავს პირველს და გზას აგრძელებს. სხვა გეზითა და მიმართულებით. ახალი შრეების გასარღვევად. ახალ საფეხურზე გადასავლელად.

    აქ, ამ დახშულ,  სხვადასხვა საჭირო თუ უსარგებლო ნივთით გამოვსებულ სამზარეულოში თუ სასტუმრო ოთახში,  ვერანდასა თუ სცენის სიღრმეში გაჭრილ სარკმელზე ჩამოფარებული და მსუბუქად მოფრიალე თეთრ ფარდას მიღმა (მხატვარი – დანიელ ჟოლდაკი) შემომავალი სიბნელიდან სხვა სამყარო წარმოდგება. 

    ამ სივრცეში, „მეფე ლირის“  მიღმა კოორდინატიდან   ხან ვინ შემოდის და ხან ვინ, ხან რას გვიყვება და ხან რას. ხან ცხადში და ხან სიზმარში. ხან რას ცეკვავენ და მღერიან და ხან რას, ხან რა მუსიკა და ხმები იჭრება და ხან რა (კომპოზიტორი სერგეი პატრამანსკი). ხან ვინად იქცევიან და ხან ვინად გარდაისახებიან.

    დიახ, ლირი უკვე მკვდარია და მთელი მისი სამეფო (დანაწევრებულიც და დაუნაწევრებელიც) რამდენიმე ოთახში იყრის თავს, სადაც ბოლოს ქორწილი და კარნავალია,  მხიარულება და თავდავიწყება, მალევე, გლოვის შემდეგ. 

    შემდეგ ეს დაძველებული და გაპარტახებული სამეფო თანდათან იშლება და ნადგურდება. თუმცა მანამდე, დაქვრივებული დედოფალი და მისი ქალიშვილები ნაანდერძალის – ძალაუფლების, მიწებისა და ძვირფასეულობის –  ძებნა/გაყოფასა და ახალ ცხოვრების დაწყებას ცდილობენ. მეფის გარეშე.

    დიახ,  მეფე ლირი მკვდარია და ყველაფერი სწორედ მისი სიკვდილის შემდეგ იწყება.  აქედან იწყებს ანდრი ჟოლდაკი ამ ისტორიას. 

    აქ, ამ დაუნდობელ. შეუბრალებელ და კორდილიასავით „უგულო“ სამეფოში სასტიკი ქაოსია. აქ ზოგი ანგელოზია და ზოგი ძუკნა. თუმცა ყველა განწირულია და ყველა მარტოა.

    კომიკური შტრიხები, რომლებითაც პირველი მოქმედება/სპექტაკლის ყოველი სცენა თუ ეპიზოდია გაჟღენთილი, მალევე იშლება და ადგილს ტრაგედიის თანამედროვე გააზრებას უთმობს – ტრაგედიის ახლებურ და თანამედროვე ხედვით აღქმასა და განცდას.

    იცინი და მერე ნელ-ნელა ხვდები,  რომ სულაც აღარ გეცინება და  ისიც კი აღარ გეჩვენება სასაცილოდ, რაც ცოტა ხნის წინ  მთელი გულით გამხიარულებდა.  ამბის, თითქოს სხვადასხვა ნოველად დაყოფილი ისტორიის არსის გამომჟღავნებასთან, ამბის თხრობის სხვადასხვა ხერხის და ჟანრობრივი ცვლილების პარალელურად, გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა პროექცია, პირდაპირი დიალოგ-მონოლოგი, საუბარი მიკროფონში,  ჩაწერილი ტექსტები და ცოცხალი გახმოვანება.

    მსახიობებს (ქეთევან დოლიძე, თეიმურაზ გვალია, პაატა ბარათაშვილი, ირინა გიუნაშვილი, ანრი ბიბინეიშვილი, ბუბა ჭოღოშვილი, თამარ ბზიავა, თამარ ბუაჩიძე, ილია ჭეიშვილი, სოსო ხვედელიძე, ლაშა გაბუნია) სახეების შექმნის არაერთგვაროვნებას თანდათან ზეამოცანისკენ მიყავხარ. კოსტუმების (მხატვარი სიმონ მაჩაბელი) ცვლასთან ერთად იცვლება მუშაობის ხერხი და მანერა, პერსონაჟის მეტაფორული ხასიათ-თვისებები და მთლიანი ატმოსფერო მღელვარე, ამაფორიაქებელი და უფრო და უფრო მძიმე ხდება. თუმცა ირონია და სილაღე არ ნელდება და არსად იკარგება.

    შემდეგ იმასაც აცნობიერებ, რომ პირველი მოქმედება მოთელვაა,  ფსიქოთერაპიული თუ ჰიპნოზის სეანსი, რომელსაც მოულოდნელ და ფეთქებად სამყაროში გადაყავხარ.   მოულოდნელ და პარალელურ განზომილებებში.  და ლირის საიდუმლოს ამოხსნის მოლოდინიც ხელიდან გვეცლება.

    მანძილი, რომელიც მეორე მოქმედებაში მაყურებელსა და პერსონაჟებს შორის იზრდება (ამ დროს მაყურებელი სცენიდან დარბაზში ინაცვლებს), ილუზორულად კლებულებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ უფრო ახლოს ხარ მოვლენებთან, ვიდრე მანამდე, პირველ  მოქმედებაში, როდესაც თითქოს საკლასო ოთახში, „სხვა ძნელად აღსაზრდელებთან“ ერთად მერხთან იჯექი.  

    ცისფრად შეღებილი, მორყეული, თხელი ფირფიცისა და მუყაოს კედლები, ავანსცენაზე გამოტანილი, სიმსუბუქის მოუხედავად, დამთრგუნველად გვაწვებიან, თითქოს თავზე უნდა დაგვემხონ და გაგვსრისონ.  მის ბინადრებთან ერთად. ასეც ხდება. ბოლოს, როდესაც ეს კედლები იწყებენ რყევასა და ნგრევას,  როგორც ოდესღაც რობერტ სტურუას „მეფე ლირში“. ოღონდ თვითონ პერსონაჟების ხელშეწყობით.   

    აქაც და სხვა შემთხვევებშიც,  ბევრი ციტატა, ასოციაცია, მოგონება და პარალელია, რომლებიც ანდრი ჟოლდაკისა და მსახიობების მეხსიერებას, ტკივილებს,  წარმოსახვასა თუ ფიქრებს შემორჩა. 

    შემდეგ შენი მეხსიერება და წარმოსახვა იწყებს გამოღვიძებას. შენი საკუთარი საქციელი თუ უმოქმედობა. ფრაგმენტები შენი ბიოგრაფიიდან და „შენი ლირიდან“.  და ბევრი სხვაც  გაგონდება – თეატრიდან,  ლიტერატურიდან,  კინოდან – „ბერნარდა ალბას სახლი“, „რევიზორი“, თუ „სამი და“,  კენ რასელისა თუ ალან პარკერის ფილმები და „იუთუბზე“ ატვირთული სამოყვარულო ვიდეოები, ცეკვა-თამაშითა და სიმღერით. კიდევ ბევრი რამ გვაგონდება. კიდევ ბევრია ამოსახსნელი.

    ყველაფერს აქვს დასაწყისი და ბოლო. ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვას, ფანტაზიას – არა. ის საიდანღაც (?) იწყება და არ მთავრდება.  არ აქვს წერტილი.  არ აქვს დასასრული. ყველაფერი ისევ  შეიძლება განმეორდეს. ისევ შეიძლება გაიღოს საკლასო ოთახის კარი ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში, ისევ  და ისევ გათამაშდეს იგივე ამბავი, შეიძლება ოდნავ განსხვავებული, ამ ისტორიის მონაწილეებმა კი ისევ მიმოიხედონ გარშემო, ისევ შეაღონ ყრუდ დახშული კარი საკუთარ თავსა თუ წარსულში და  სპექტაკლის რეჟისორივით მოხულიგნო და უცნაური ბავშვები თუ მათი  დირექტორ-ინსპექტორ-მასწავლებელი ისევ შექსპირის ნაცნობი  პერსონაჟების უცხო  სახეებად  გადაიქცნენ.

    ანდრი  ჟოლდაკი იმდენად თავისუფალია, რამდენადაც  შინაგანი მდგომარეობა კარნახობს და საზღვრებს უთავისუფლებს. ის ჩარჩოებსა და წინაღობებს ანგრევს ლირის ოჯახის სახლის/სასახლის კედლებივით.

    და თუ  რეჟისორი გიჟია, მსახიობების გუნდიც შეშლილი უნდა იყოს. სხვაგვარად მის ნებას დამორჩილება და მის გზაზე გაყოლა ძნელი იქნებოდა.

    ხოლო იმისთვის, რომ ბოლომდე გაიგო,  როგორ მუშაობს რეჟისორის  წარმოსახვა,  რა  კანონები მოქმედებენ აქ და ქცევის რა წესებია დადგენილი, შენც  უნდა დაემორჩილო მათ.  ალღო უნდა აუღო ასეთ უცნაურ შემოთავაზებას და კლიშეებისა თუ კომპლექსებისგან ცოტა მაინც გათავისუფლდე. რაღაცას ვერც კი ხვდები – რა მოვლენათა ჯაჭვზე იწყობა ყველაფერი, აქტიურ თუ შეფარულ ორგანულ ციტატებად  რომ გაიელვებენ წარმოსახვების ჟოლდაკისეულ  სისტემაში. სხვის წარმოსახვაში თავისუფლად შესვლა შეუძლებელია. ამისთვის ან მეფე ლირივით უნდა „გაგიჟდე“ და ან ანდრი ჟოლდაკივით. 

  • როცა ფრანგმა ხელოვანმა, ივ კლეინმა (1928-1962) ლურჯი მონოქრომების ხატვა დაიწყო, მას სურდა ეთქვა, რომ ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ატომურ ხანაში, სადაც ნებისმიერი ფიზიკური მატერია შეიძლება გაქრეს და მის მაგივრად აბსტაქტული სიცარიელე დარჩეს. “პირველად არის არაფერი, შემდეგ არის ღრმა არაფერი, და შემდეგ არის ლურჯი სიღრმე” ამბობდა იგი და ამ პლანეტარული მნიშვნელობის ლურჯი სიღრმის გადმოსაცემად საკუთარი ფერი International Klein Blue შექმნა.

    Yves Klein (1928-1962)

    კლეინის „ეპოქალური ლურჯი“ უკიდეგანო სივრცეა, კოსმოსია, დედამიწაა (Untitled Planetary Relief,1961), თავად გამარჯვებაა (La Victoire de Samothrace, 1962-73) და არავითარი სუფთა ფერი – არავითარი სიცარიელე, არამედ  სპირიტუალური, ალქიმიური შემოქმედება, რომელიც დროის და მატერიის საზღვრებს ცდება. მისი ლურჯი მონოქრომები პირდაპირ ეწინააღმდეგება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოპულარულ დეპრესიულ მოტივებს აბსტრაქციულ ხელოვნებაში. მაგრამ კრიტიკოსთა ეს აზრიც, ერთის მხრივ ამცირებს მისი ლურჯის კოსმიურ მნიშვნელობას. კლეინის ლურჯი მონოქრომები არ ფუნქციონირებენ როგორც რიგითი ნამუშევრები, მათი მიზანია წარმოადგინონ კარი, რომლის საშუალებითაც სხვა განზომილებას დავინახავთ, რომლსაც თითქოს სხვა სამყაროში გადავყავართ.

    Charles Wilp (1932-2005), Yves Klein working at the Gelsenkirchen Opera-Theatre, 1958.

    ივს სჯეროდა, რომ „კლეინ ბლუ“ იყო სრულყოფილი ინსტრუმენტი, რომლითაც რწმენის ასახვა შეიძლებოდა სულიერი ძალებისადმი და არამატერიალური ნივთებისადმი, რადგან მასაც ულტრამარინი სულიწმინდის ტრადიციული სიმბოლური ფერი ეგონა ქრისტიანულ რელიგიაში.

    ამიტომ გასაგებია ჯოტოს ლურჯისადმი მისი სიყვარულიც და ინსპირაციაც. მაგარამ ამ ფერისადმი მსოფლიო ხელოვნებას, ლიტერატურას, ფილოსოფიას „ახალ რეალისტებამდეც“ (Nouveaux Réalistes) და ჯოტომდეც, უამრავი მიზეზი აკავშირებს. მთელი ლურჯი ოკეანე ცნობებისა და წერილობითი მოწმობისა, თეოფრასტის ტრაქტატიდან (ძვ.წ. IV-III სს.) თუ პლინიუსის „ბუნებრივ ისტორიიდან“ (ახ.წ. I საუკუნე) დაწყებული ულტრამარინის უკიდეგანო სივრცეს, პლანტერულ მნიშვნელობას აძლევდა.

    რა თქმა უნდა ივ კლეინივით ჩვენც გვსურდა ჩვენი მაყურებელი გვეზიარებინა ამ გამოცდილებას, ჯოტოს და შუასაუკუნეების რელიგიური მხატვრობას, ყინწვისის ფრესკებს და სამყაროს დასაწყისზე ასოციაციის მთელი რიგი შეგვეკრა, თუმცა ყველაზე მთავარი დეტალი ჩვენს პლაკატზე ჩვ. წ.აღ-მე IV საუკუნეში თეატრის, ბახუსის, ხელოვნების ღმერთის, დიონისეს გამოსახულებაა, ჩიტაზე შემომჯდარი „ქაოსის და სიგიჟის“ ღმერთის, რომელიც კოსმოსის, წესრიგის და იმ კულტურის მშობელია, რომელისკენაც ყველა მივისწრაფით.

    Giotto di Bondone, Scenes from the Life of Joachim No. 5: Joachim’s Dream, 1303-1305

    დიონისეს ფრესკა, თანამედროვე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, უძველეს ქალაქ პელაში. იგი ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში, ჩრდილოეთ საბერძნეთის ტერიტორიაზე დაარსდა, როგორც ძველი სამეფოს დედაქალი,  რომელმაც დაიმორჩილა ძველი საბერძნეთი. ხოლო ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის პერიოდში გახდა უდიდესი იმპერიის ცენტრი, რომელიც მოიცავდა მიწებს ეგვიფტიდან ინდოთამდე.

    წლევანდელი ფესტივალის პროგრამის შინაარსი და დრმატურგია რადგან ლაბორატორიული ხასიათისაა, სადაც ცოცხალი ურთიერთობის, ინტერაქტივის, დიალოგის და რაც მთავარია, კლასიკური კულტურის გადააზრების შესაძლებლობა ექნება ჩვენს მაყურებელს. ამიტომ არჩეული გზის დასაწყისად სწორედ რომ თეატრის და ხელოვნების სათავეებთან შეხვედრას ვთავზობთ მას და „ბერძნული ფოკუსით“ ვუბრუნდებით, რომელსაც უერთდებიან თეოდოროს ტერზოპოლუსი, დიმიტრის დიმიტრიადისი და მიხაილ მარმარინოსი, რომლებიც გამართავენ ლექციებს, ვორკშოფებს და მასტერკლასებს არა მხოლოდ პროფესიონალებისთვის, არამედ ჩვენი ქალაქის იმ ინტელექტუალური გუნდისა და აუდიტორიისთვის, რომლის აზრსაც და შეფასებას ყოველთვის უთამაშია დიდი როლი ქართული თანამედროვე ხელოვნების განვითარების გზაზე.  

    მოგეხსენებათ თეოდორ ტერზოპოლუსი ჩვენი სამყაროს მთავარი და უპირველესი  მულტიკულტურული, მულტიდისციპლინარული, მაღალ-კვალიფიციური ფესტივალის დამფუძნებელი ხელმძღვანელია. უამრავი უნივერსიტეტის და საერთაშორისო აკადემიის ემერიტუს-პროფესორი, ლეგენდარული ბერძენი რეჟისორი, ეპოქალური მნიშვნელობის მოღვაწე ჩვენს ფესტივალზე მის ძირითად სახელმძღვანელო მეთოლოგიაზე გვესაუბრება და მსოფლიოში ცნობილ ლექციას  „დიონისეს დაბრუნება“  გამართავს. ეს მეთოდლოგია უამრავ ენაზეა გამოცემულია და მსოფლიოს 30 წამყვან უნივერსიტეტში ისწავლება. იგი თანამედროვე თეატრის ხელახალ დაბადებაზეა.

    მართალია სხეულისა და სულის ქორწინება, ხმისა და ხელების დაგუბებული ენერგიის ემანსიპაცია, დიაფრაგმული სუნთქვის კონტროლი და სხეულის კონცენტრაცია ყველა სასცენო შემოქმედისთვის სამსახიობო ხელოვნების ანბანია, თუმცა ტერზოპოლუსის მაგია იმაშია, რომ იგი სასარგებლო კრიტიკას  კულტივირებს ამ და სხვა გათავისებული ცოდნის მიმართ, რადგან ეს თეატრის  გზაა XXI საუკუნეში; საუკუნეში, სადაც დიონისე დაკარგულია.  „კონფრონტაციული კაცის იდეა დაიკარგა, მაგრამ ასევე დაკარგულია გზა ზომიერებისკენ, ჰარმონიისკენ. გზა ითაკასკენ დაკარგულია. თეატრი კი ბოლო სიტყვას არ წარმოთქვავს.“ (თეოდორ ტერზოპულოსი)

    ფესტივალის საჩუქარი დიდ მადლობას უხდის ჩვენს დიზაინერს ბესო დანელიას მთელი ამ აზრის ერთად მოყრისთვის და განხორციელებისთვის. უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს, ქეთი დოლიძეს იდეის არჩევანისთვის და ოლიმპოს ღმერთებთან მეგობრობისთვის.

    RSS Error: WP HTTP Error: A valid URL was not provided.
  • Georgian International Festival of Arts “Gift” in honor of Michael Tumanishvili plans to continue the suspended season by opening its 2021 edition on October 17 and run for two more weeks, by presenting a modern laboratory of performing arts as its annual program.

    We often encounter such phrase across the international press today “there’s a phenomenon happening in the world today“: as through innovative use of modern technology both the theatre classics and new premieres have been broadcast internationally at a miraculous speed all across the world. A wonderful season of festivals, premiers, concerts and performances has truly redefined at a breakneck pace that may one day be called the pandemic renaissance. This has created a new reality of the 21st century which has been rightly perceived as a phenomenon.

    However our response suggests the latest reengineering tactics which has being currently built by the festival industry internationally: live communication, interaction, dialogue with public, and re-imagination of the classical culture. Now we have to rediscover it again, to re-think what has already been achieved and perceived, because now it is the time to return to the beginning to bond the ancient and new knowledge about the world. Therefore re-conceiving the function of the performing arts in a discourse with artists and theatre critics has become our main task for this year.

    Once oddity of nature is in a constant return to the beginning, we deiced to turn to the genesis of the European Theatre and look deeper into the Greek Theatre today. While we believe that θεάομαι (Theaomai) today is the unity of the performing arts, the arena of the nation’s cultural and progressive thinking, creativity, imagination, multidimensional knowledge and capabilities, the best decision was to start again and start absolutely with the Greek Focus.

    Georgia’s connection with the Greek culture, as a foundation of the European theater, is fundamental to our talent and creativity, intellectual-cognitive development and to the national culture. Like to most scholars, we agree with Aristotle, who traces the origins of theater to the cult of Dionysus, to the God, as embodiment of sorrow and glee, gave impetus to the greatest ritual of our times.  Only his myth is perfectly enough to turn the synthesis of literature, performing arts, the latest technology, music, painting, wisdom in a great whole as one of the mysteries of human existence. 

    That is why the Georgian International Festival of Arts GIFT in honor of Michael Tumanishvili dedicates the 2021 festival season to Greece and returns back to its loyal audience with a “Greek Focus 2021”-  presented by a modern laboratory of performing arts as its annual program.

     The Gift Festival is privileged to host three of the most acclaimed, recognized and celebrated Greek artists, dramaturges, teachers and scholars of the fields such as a globally acclaimed director, professor, and a founding executive of the World Theater Olympics Mr. Theodoros Terzopoulos; a celebrated writer Mr. Dimitriadis Dimitris and the Gift festival International Director, eminent theatre director and Associate Professor of Aristotle University of Thessaloniki Mr. Mikhail Marmarinos.

    Especially for the Gift Festival Greek Laboratory the Artistic Director of the Festival, Ms. Keti Dolidze will produce a new mono-piece “Dying as a Country”, a highly acclaimed work  by Dimitri Dimitriadis., to be performed especially at the opening of the festival at a Silk fabric Studio, Tbilisi.

    Georgia’s connection with the Greek culture lays in foundation of the Georgian Theatre and not only. Our talent, creativity, intellectual development, literature skills and other ingredients of the national culture are so closely intertwined, speaking about the Georgian ecclesiastical Text and prayers, religious rituals and the ancient theatre that dates back to II-III centuries BC. …and the GIFT FETSIVAL GREEK SEAOSN “FOCUS GREECE” is all about it. 

  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 2019 წელს შეჩერებული სეზონის გაგრძელებას გეგმავს! ჩვენი ერთგული მაყურებლის, ხელოვანების და პროფესიული კრიტიკის დისკურსში ხელახლა გააზრებული საშემსრულებლო ხელოვნების ფუნქცია, ჩვენს მთავარ ამოცანად იქცა. ბუნების კანონზმიერება – დავუბრუნდეთ საწყისს, გენეზისს, რათა მეტი გავიგოთ საკუთარი თავის შესახებ, იმ კულტურის შესახებ, რომლის შექმნაც გვჭირდება, დღევანდელ პანდემიურ დროში სახელმძღავნელო ორიენტირი გახდა.

    მნიშვნელოვანი ფრაზა “There’s a phenomenon happening in the world today!” (დღეს მსოფლიოში ახალი ფენომენი იბადება) საერთაშორისო პრესის ფურცლებზე ხშირად მეორდება: თანამედროვე ტექნოლოგიის ინოვაციური გამოყენების საშუალებით, თეატრის და საშემსრულებლო ხელოვნების დღემდე მიღწეულის საჯარო დემონსტრირება სასწაული ტემპით განხორციელდა. ხმის და ვიდეო დიზაინერების მიერ უახლესი ტექნიკური ხერხებით გადმოცემული არაჩვეულებრივი აუდიო-სერიები, ფესტივალების, ახალი სპექტაკლების, თეატრალური თუ მუსიკალური კლასიკის მთელი სეზონი და ხანდახან პირდაპირ ეთერშიც, ერთ დღეს შეიძლება პანდემიურ რენესანსადაც დამკვიდრდეს, რამაც პრაქტიკულად მსოფლიო აუდიტორიის გაერთიანება შეძლო. ამიტომ, 21-ე საუკუნის ახალი რეალობა პრესამ და თეატრის ისტორიკოსებმა სამართლიანად აღიქვეს ახალ ფენომენად, რომლის საპირწონედ ჯერ ისევ პანდემიურ სამყაროში დაბრუნება, ხელოვნების ფესტივალების პროგრამირებისას, უდიდეს გამოწვევად იქცა.

    თუმცა საერთაშორისო ფესტივალების უახლესი ინჟინერია, ინტერნეტ მედიუმის ყოვლისმომცველი ძალის პირობებში, ცოცხალი ურთიერთობის, ინტერაქტივის, დიალოგის, კლასიკური თეატრალური კედლების ნგრევის, იმერსიული ხელოვნების და, რაც მთავარია, კლასიკური კულტურის გადააზრებით იწყებს შენებას. ახლა თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ იგი, უკვე მიღწეული და ნანახი სხვაგავარად გავიაზროთ, რადგან ახლა ჩვენი გენეზისის, რეინვენციის, ახალი ცოდნის შეგროვების დროა. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საშემსრულებლო ხელოვნების ერთიანობაა, ერის კულტურის, პროგრესული აზროვნების, შემოქმედებითობის, წარმოსახვის, მრავალმხრივი ცოდნის და შესაძლებლობების ასპარეზია. ამიტომაც 2021 წლის საფესტივალო სეზონს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ საბერძნეთს უძღვნის და „ბერძნული თეატრალური ფოკუსით“ ბრუნდება.

    ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში, როცა მცირედმა ბერძნულმა სამხედრო ძალამ სალამინის სრუტეში სპარსელთა უზარმაზარ და ძლიერ ფლოტს სძლია, ესქილეს გამარჯვების სადღესასწაულოდ მისი აღწერა სთოვეს. მან კი გულისგამგმირავი “სპარსელები” (Πέρσαι) შეთხზა, დაღუპული მებრძოლების სპარსი დედების გოდებით, რადგან სხვაგვარად კათარზისს ვერ მიაღწევდა. ჩვენი ფესტივალის „ბერძნული ფოკუსით“ მოდით ერთად მივაგნოთ გზას კათარზისამდე, პანდემიით დაუძლურებული სამყაროსი.

    საქართველოს კავშირი ბერძნული კულტურის სათაავებთან, რომელსაც მთელი დასავლეთ ევროპის თეატრი საკუთარ დედა ენად, დედა -მიწად, დასაბამად და სათავედ მიიჩნევს, ქართული ტალანტის და შემოქმედების, სააზროვნო-შემეცნებითი განვითარების, ეროვნული კულტურის ფუნდამეტია. თრიალეთში აღმოჩენილ ვერცხლის თასზე (ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანა) გამოსახულია მისტერია – ნიღბოსანთა ფერხული; სახიობებსა და მისტერიებში, საგუნდო სიმღერებში შემორჩენილია ნაწყვეტები საფერხულო დრამებიდან (“ამირანი”, “აბესალომ და ეთერი”, “ავთანდილი” და “თავფარავნელი ჭაბუკი”). კოლხეთის სამეფოში კი ძვ.წ. VIII საუკუნეში კუტაიას (ახლანდელი ქუთაისი) მახლობლად არსებობდა არენა, სადაც იმართებოდა თეატრალიზებული სანახაობები. ბიზანტიელი ისტორიკოსის, პროკოფი კესარიელის ცნობით, კოლხურ ქალაქ აფსარუნტში იყო თეატრის შენობა და იპოდრომი, ხოლო კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეში (ძვ.წ. IIIII სს.) შემორჩენილი სათეატრო ნაგებობა თავისი სცენით, ორქესტრათითა და მაყურებლისთვის განკუთვნილი ნაწილით ცხადყოფს, რომ ძველ საქართველოში კარგად იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ-სანახაობით კულტურას. ამიტომ დასაბამთან დაბრუნება და საკუთარი მისიის კიდევ ერთხელ გადააზრება, სწორედ რომ ბერძნული სათავეებიდან დავიწყეთ, 2021 ფესტივალის „საჩუქარი“ ბერძნული სეზონიც „ბერძნული ფოკუსი“ მხოლოდ ამაზეა.

  • თათია მთვარელიძე, 2020

    როგორი სევდიანი მოსასმენიც არ უნდა იყოს, სიყვარული დროებითი მოვლენაა და იგი ამით ძალიან ჰგავს თამაშს. ისევე როგორც თამაშისას, სიყვარულის მოახლების დროსაც – იგი ჯერ გხიბლავს როგორც იდეა, მერე ინტერესს აღვიძებს შენში, შემდეგ იწვევს აღფრთოვანებას, ამის მერე გითრევს და გითრევს სიღრმეებში, მაგრამ როგორც კი ბოლომდე შეიცნობ, გართობა მთავრდება და გბეზრდება კიდეც. სიყვარული იმითაც ჰგავს თამაშს, რომ ორივე მათგანი ჟინს ეფუძნება – რაღაცის მიღწევის, შეცნობის, ბოლომდე შეგრძნების დაუოკებელ ვნებას: ორივეს ჰყავს მოგებული ან წაგებული, ან ორივე ერთად. და როგორც წესი, თამაშსაც და სიყვარულსაც აქვს დასაწყისი, მწვერვალები, განსაცდელები და დასასრულიც. რა თქმა უნდა, მეტამორფოზაც ორივესთვის გარდაუვალია, ვინაიდან გარდასახვის გარეშე, სხვად ქცევის გარეშე ვერც მოთამაშედ გამოდგები და ვერც საყვარლად.

    ყველა თამაში ლამაზია, ისევე როგორც სიყვარული, -თუმცა ეს მაინც ერთი უბრალო ინტერპრეტაციაა სიყვარულისა და თუ გინდათ, თქვენ ნუ ენდობით. მაგრამ აქედანვე გაფრთხილებთ, ამ ვერსიის განზოგადება მკრეხელობაა, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი ვიცით ღვთაებრივი სიყვარულის შესახებ. ჩვენ მას ვერასდროს გამოვცდით და ამის მიზეზი უაღრესად ბანალურია – ჩვენ არ ვართ ღმერთები.პეტერსონის ფილმში „ტროა“ არის ერთი ეპიზოდი, რომელშიც ბრისეისი და აქილევსი საუბრობენ და ბერძენი გმირთა გმირი ქალს ეუბნება: „ღმერთებს შურთ ჩვენი. მათ შურთ, იმიტომ რომ მოკვდავები ვართ და ნებისმიერი წუთი შესაძლოა ჩვენი ცხოვრების უკანასკნელ წუთად იქცეს. ყოველივე უფრო მშვენიერია ჩვენთვის, ვინაიდან განწირულები ვართ. შენ აღარასდროს იქნები იმაზე უფრო საყვარელი, ვიდრე ახლა ხარ. ჩვენ აღარასდროს ვიქნებით იქ, სადაც ახლა ვართ.“ ეს სიტყვები არასდროს უთქვამს ჰომეროსის აქილევსს, თუმცა ვინ იცის, იქნებ უთქვამს კიდეც და ჰომეროსს დაავიწყდა ან გამორჩა მათი ჩვენამდე მოტანა? როგორც არ უნდა იყოს, მე მიყვარს ეს სიტყვები – არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტებაა, არამედ იმიტომ რომ ძალიან ჰგავს ჭეშმარიტებას.თუმცა ხანდახან ადამიანებსაც შურთ ღმერთების. განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვდავებაზე საუბრობენ. გინახავთ თქვენ უკვდავი ღმერთი? მე – არა! მაგრამ მაინც ძლიან მინდა მჯეროდეს, რომ იგი არსებობს და თუ უკვდავი ღმერთი არსებობს, მას ალბათ უკვდავი სიყვარულიც შეუძლია. განა ამგვარ სიყვარულზე არ წერდნენ ადამიანები ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ? და არათუ წერდნენ, გამოსახავდნენ კიდეც.

    ერთი ქანდაკებაა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში უნდა შეექმნა რომელიღაც ატიკელ ან დელოსელ მოქანდაკეს. ელინისტური ეპოქა ზოგადად უცნაური ეპოქაა, რაღაცნაირად აღრეული, ქაოტური წესრიგის მქონე. მასში თითქოს ჯერ კიდევ ისმის კლასიკური ჰარმონიული და ამაღლებული განწყობების მშვიდი ღელვა, მაგრამ ამავდროულად, იგი აღსავსეა ურცხვი ვნებებითა და შიშველი მღელვარებით, რაც არც უცნაურია და მით უფრო, არც გასაკიცხი, მაგრამ ხანდახან მაინც კიცხავენ.ასე კიცხავენ ხოლმე ზოგიერთები აფროდიტეს, რომელიც ქანდაკებადქმნილი – თითქოს მთელ სამყაროს ამცნობს, რომ სიყვარულის ქალღმერთობა კარგი რამეა. „ეგ უსრიცხვილოო“ – უთქვამთ კიდეც, ოღონდ მართლა უთქვამთ მთელ რიგ მკვლევარებსა თუ მომხილველებს, – „ასე როგორ ჩამომდგარა, ეს სავსე მკერდი როგორ ურცხვად მოუშიშვლებია საქვეყნოდ, განა ქალღმერთს ეს შეშვენისო?“ და რა თქმა უნდა, ელინისტური ეპოქისთვის დამახასიათებელ თავაშვებულობას აბრალებენ აფროდიტეს შიშველ მკერდს ეს მორალისტები, რომელთაც სჯერათ, რომ სიყვარულის ქალღმერთი ამას არაფრით იკადრებდა.მაგრამ ვისაც ამის არ გვჯერა, ქანდაკებას ვაკვირდებით. თუმცა დიდი დაკვირვება არ სჭირდება მასში ველური ღმერთის – პანის ამოცნობას. დგას პანი აფროდიტეს გვერდით, რომელიც სადაცაა საბანაოდ უნდა ჩავიდეს რომელიმე ღვთაებრივ ნაკადში და უკვდავი სხეული განიბანოს – რისგან არ ვიცი, რადგან წარმოდგენა არ მაქვს ღმერთების სხეულებზე და მითუმეტეს ვერ ვხვდები, რა ტიპის ჰიგიენა დასჭირდებოდათ მათ, – მაგრამ ფაქტია, აფროდიტე საბანაოდ ემზადება და ამას მის მშვენიერ თმაზე შემოკრული მანდილი გვამცნობს. ჰო, ალბათ სიშიშვლეც, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, აფროდიტესაც ექნებოდა და ეყვარებოდა ლამაზ-ლამაზი კაბებით შრიალი. დგას პანი შიშველი აფროდიტეს გვერდით, მისი ფეხები, უფრო სწორად კი – ჩლიქები იმგვარადაა მომართული, რომ ადვილად შეძლოს ქალღმერთის დაუფლება და საამისოდ მზადყოფნაზე პანის სხეულის სხვა ნაწილების მდგომარეობაც მშვენივრად მეტყველებს. აქ კი მორალისტები ისევ ამბობენ – „აბა, რა ეგონა აფროდიტეს, ასე შიშველი რომ ჩადიოდა რომელიღაც ღვთაებრივ ნაკადში, ასე ურცხვად და მოურიდებლად რომ გამოუჩენია სავსე მკერდი და არათუ გამოუჩენია, საგანგებოდ მოუმართავს კიდეცო! სულ აფროდიტეს ბრალია, საგანგებოდ რომ გაშიშვლებულა, ხომ შეეძლო შემოეცვა თავისი პეპლოსი და იქ, შიგნით, წყალში გაეხადაო?“ ოჰ, ეს მაცდური აფროდიტე!ნუთუ მართლები არიან? ნუთუ ქალღმერთი მართლა იწვევს პანს, სასიყვარულო საბურველში რომ გაახვიოს?

    მოდით, კარგად დავაკვირდეთ აფროდიტესაც და პანსაც. მაგალითად, დავიწყოთ ხელით – იმ ღვთაებრივი ხელით, რომლითაც სარხვინელის დაფარვას ლამობს ქალღმერთი. მაგრამ ლამობს კი? მანძილი, დიახ, მანძილია აქ მთავარი და ამ მანძილზე – ხელსა და სხეულს შორის მანძილზე უკვე ბევრი დაწერილა. არ ვიცი, ძველ ბერძნებს ჰქონდათ თუ არა ეს გამოთქმა, მაგრამ ქართველებს ხომ გვაქვს, დაე ვთქვათ კიდეც: „ზრდილობის გულისთვის“. დიახ, თუ კარგად დააკვირდებით, შეიძლება იფიქროთ, რომ მშვენიერ ქალღმერთს დიდად არც ანაღვლებს დაინახავს თუ არა პანი მისი სხეულის ძვირფას ნაწილს, თითქოს სირცხვილის შეგრძნებასაც, ჩვენი გამონათქვამისა არ იყოს, ზრდილობის გულისთვის გამოხატავს ამ მოძრაობით. ამგვარი ფიქრი კიდევ უფრო მოგეძალებათ, თუ ქალღმერთის მშვენიერ სახეს დააკვირდებით. მასზე ღიმილია, დიახ, ღიმილი და ის უცნაური გამომეტყველება, რომელიც თითქოს თანაგრძნობასაც ასახავს, სიბრალულსაც, ინტერესსაც, სიხარულსაც და ცოტაოდენ ირონიასაც კი. ეს ირონია კიდევ უფრო მძაფრად ვლინდება აფროდიტეს მუქარაში – მარჯვენა ხელით მოღერებულ სანდალს რომ მოჰყვება. „ახლა თუ არ გაჩერდები, ამ სანდალს ჩაგარტყამ!“ – წარმოიდგინეთ რა სასაცილო იქნებოდა აფროდიტეს ამ ირონიული ღიმილით სავსე ბაგეებიდან აღმომხდარი ეს ფრაზა. მე მეცინება, თქვენი არ ვიცი.თუმცა ვიცი, რომ ძალადობა სასაცილო სულაც არაა. მაგრამ არის კი ამ ქანდაკებაში ძალადობა? ვერაფერს გეტყვით. თქვენ გადაწყვიტეთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ეს ველური ღმერთი – პანი ისეთნაირად უმზერს ქალღმერთს, მისი საერთო პოზა, სახის გამომეტყველება და ხელი – რომლითაც იგი ქალღმერთს ხელზე ეხება, ისეთია, რომ უფრო ვედრებას გამოხატავს, თხოვნას, სურვილს და სიყვარულსაც.ამ ყოველივეს კი ლაღად უმზერს აფროდიტეს ვაჟი – ონავარი, ცელქი ეროსი, რომელიც ოლიმპიელი დედისა და რომელიღაც რიგითი ღმერთის შესაძლო სასიყვარულო აქტის მომსწრე გახლავთ და არათუ მომსწრე – ხელისშემწყობიც.

    აბა, გინახავთ თქვენ სადმე სიყვარული ეროსის გარეშე? მე არა! ამიტომაც მჯერა, რომ ეს ყველაფერი სწორედ მისი ჩადენილია და პანიც მისი ერთ-ერთი მსხვერპლი გახლავთ იმ მრავალთაგან, რომელთა შორის ალბათ თქვენც ხართ.ამ ქანდაკებაში ჩამოძერწილ სამ ღმერთს ერთი საერთო ნიშანი აქვთ – ისინი იღიმიან, სამივე მათგანი იღიმის, თუმცა სამივე სხვადასხვანაირად: აფროდიტეს ღიმილი გვამცნობს – მე მშვენიერი ქალღმერთი – შენ ჩლიქოსან რქიან პანს? ო, არასოდეს! მაგრამ იქვე, იმავ ღიმილში ისმის დაშვება – რატომაც არა!პანის ღიმილი გვეუბნება – მე საბრალო, ტყიური ღმერთი მთელი არსებით გევედრები და იმედიც მაქვს!ეროსი კი ისე იღიმის, როგორც თამაშს აყოლილი ღმერთები იღიმიან – აზარტით, წაქეზებით და თან მუქარით – არ გაბედო დედაჩემთან რამე, შე პანო, მერე რა რომ მე გიკარნახე ეს სიყვარული!

    ეს ქანდაკება კუნძულ დელოსზე აღმოჩნდა, 1904 წელს, როდესაც ფრანგულმა არქეოლოგიურმა ინსტიტუტმა მასშტაბური გათხრები მოაწყო აპოლონის ღვთაებრივ კუნძულზე. როგორც გაირკვა, ქანდაკება ლიბანელ ვაჭართა, გემთმფლობელთა და მეწარმეთა ე.წ. ოფისში ინახებოდა, რომელიც პოსეიდონისტების ანუ პოსეიდონის თაყვანისმცემელი ბეირუთელების სახლადაა ცნობილი. ამ შენობაში სასტუმროსთან, შეხვედრის დარბაზებთან, სავაჭრო ობიექტებთან და სხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად, ტაძარიც ყოფილა. სწორედ ამ ტაძარს ამკობდა თურმე აფროდიტეს, პანისა და ეროსის გამომსახველი, პაროსული მარმარილოთი შექმნილი კომპოზიცია. ძვ. წ. 88 წელს, როდესაც პონტოელი მითრიდატე vi ევპატორის ჯარი დელოსს თავს დაესხა და კუნძული გაანადგურა, ეს შენობაც დანგრეულა. როგორც ამბობენ, აპოლონის, პანისა და ეროსის ქანდაკებაც მაგ დროს დაზიანდა, თუმცა ჩვენამდე მაინც მოაღწია. მიუხედავად წარსულისაგან დაჩნეული კვალისა, იგი ახლაც შთამბეჭდავი და დიდებულია. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, მასში ხომ მშვენიერი დიდი ქალღმერთის მიმართ პატარა ველური ღმერთის სიყვარულის ამბავი ინახება.

    ქანდაკებას, რომელიც დღეს ათენის არქეოლოგიურ მუზეუმშია დაცული, წარწერაც აქვს, ცხადია, ბერძნულად. წარწერა გვამცნობს იმის შესახებ, თუ როგორ შესწირა ბეირუთელმა წარჩინებულმა და მდიდარმა კაცმა, ვინმე დიონისემ, ძემ ზენონისა, ეს ქანდაკება წინაპართა ღმერთებს – საკუთარი თავისა და შვილების კეთილდღეობისათვის.ასეა, ძველად შიშველი ღმერთების სიყვარულის ამსახველ ქანდაკებებსაც სწირავდნენ ხოლმე ღმერთებს გულის მოსაგებად, ვინაიდან ძველად უფრო სჯეროდათ, რომ სიყვარული ღმერთებს აღაფრთოვანებთ. მერე რა მოხდა აფროდიტესა და პანს შორის – ეს უკვე ჩვენი საქმე აღარაა. თუმცა წარმოსახვას წინ რა უდგას? როგორ? მარტივად – მიდიხართ ათენის არქეოლოგიურ მუზეუმში, პოულობთ 30-ე დარბაზს, დადგებით მუზეუმების კატალოგებში 3335-ე ნომრით აღნუსხული ქანდაკების წინ და იწყებთ ფიქრს სიყვარულის მითის შესახებ.

    თ. მთვარელიძე

    „ათენის წიგნი“, 2020

  • ალვის ჰერმანისის სიტყვა, წარმოთქმული პოსტპანდემიურ სამყაროს გასაგონად

    Alvis Hermanis

    „რამდენიმე წლის წინ ბრიუსელის სამეფო ოპერის თეატრში ვდგამდი ოპერას. ჩვენი დირიჟორი ამავე დროს სიეტლის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო, აშშ-ში. რადგან ვაშინგტონის შტატში ჯეფ ბეზოს გარდა, ბილ გეიტსი და მისი მაიკროსოფტელი მილიარდერი მეგობრები ცხოვრობენ, ჩემს დირიჟორს ვუთხარი, თუ რა იღბლიანი ადამიანია, რადგან მის კონცერტებს მდიდარი დონორები და სპონსორები ესწრებიან. თუმცა პასუხმა გამაკვირვა. მისი თქმით, ყველა  IT ადამიანს  ნულოვანი ინტერესი აქვს კლასიკური მუსიკის მიმართ.

    ცნობილია, რომ აშშ – ში არ არსებობს კულტურის სამინისტრო და საოპერო თეატრები და ორკესტრები, რომლებიც დასავლური კულტურის ტრადიციას წარმოადგენენ ამ ქვეყანაში,  ისტორიულად  მხოლოდ ე.წ. „ძველი ფულით“ ფინანსდება. ანუ საზოგადოების მდიდარი ნაწილის წყალობით, რომელიც კულტურას ყოველთვის  უჭერდა მხარს. ახლა შემთხვევით გავარკვიეთ, რომ შეძლებული ადამიანები, რომლებიც ვებერთელა კაპიტალს ახალი ტექნოლოგიებით აგროვებენ, აღარ არიან დაინტერესებული დასავლური კულტურით.

    ეს Ძალიან საინტერესო ფაქტია. და თუ ეს სიმართლეა – მაშინ მე მაქვს კითხვა: ეს ხალხი საკუთარ თავს იდენტიფიცირებენ თუ არა დასავლურ ცივილიზაციასთან?

    მე არ ვიცი პასუხი, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ისინი უკვე განსხვავებულ ცივილიზაციას ეკუთვნიან.

    რა ვიცით ბუნების კანონების შესახებ?

    ენტროპია ხომ გარდაუვალი პროცესია. იმისათვის, რომ ააშენოთ რაიმე ახალი – უნდა გაანადგუროთ ძველი. სხვა გზა არ არსებობს. ეს  მარტივი ფიზიკაა. ბავშვებმაც კი, ქვიშაში რომ თამაშობენ, იციან ეს რეალობა.

    მჯერა, რომ გლობალიზაციას ფესვები დასავლური ცივილიზაციასა და კულტურაში აქვს გადგმული. თავად გლობალიზმი დასავლეთის კულტურის ევოლუციის შემდეგი ეტაპია. ყველაფერი, რაც გლობალისტებს სწამთ და რაზეც მუშაობენ, დასავლური ფასეულობებია: მხოლოდ ისინი მათ აფართოვებენ და ავითარებენ. მაგალითად  რაციონალიზმს, თავისუფალ ბაზარს, გარკვეული გაგებით ისინი ქრისტიანულ ხედვასაც კი ახლებურად მოდელირებენ, ადამიანის თანასწორობისა და ძმობის შესახებ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ამ გზით ისინი უარს ამბობენ დასავლური კულტურის სხვა ღირებულებებზე – ეროვნულ იდენტობაზე, რელიგიურ თავისუფლებაზე, ტრადიციულ ფასეულობებსა და კულტურულ ტრადიციებზე. დასავლურმა, ან მე ვიტყოდი – ევროპულმა ცივილიზაციამ წარსულში ორი მეგა ლაბორატორია შექმნა, მათი უფრო რადიკალური და მამაცი იდეების ექსპერიმენტისათვის – როგორ უნდა გაუმჯობესდეს ჩვენი ცივილიზაცია? ეს იდეები დაიბადა და შეიქმნა ევროპულ გონებაში, მაგრამ მათი მატერიალიზაცია და გამოცდა სხვა ტერიტორიებზე მოხდა – ერთ შემთხვევაში ვგულისხმობ ჩრდილოეთ ამერიკას, ხოლო მეორე შემთხვევაში კომუნისტურ ქვეყნებს. ორივე შემთხვევაში შედეგი ცნობილია. ახალ ექსპერიმენტს კი – გლობალიზაციის კონცეფციას – შეგვიძლია წინა ორის ნაზავი ვუწოდოთ. დარწმუნებული ვარ, ამ ახალი ლაბორატორიის მუშაობის თვალყური ძალიან საინტერესო იქნება. იგი პლანეტარული მასშტაბით გაიშლება და მისგან დამალვას ვერავინ შეძლებს.

    დასავლეთის ხელოვნებასა და კულტურასთან დაკავშირებით ამ ახალ კონტექსტში

    თუ ვინმე კოსმოსური სივრციდან მკითხავს – გთხოვთ, განგვიმარტეთ ერთი სიტყვით – რა არის დასავლეთის ცივილიზაციის მეტაფორა, საკვანძო სიტყვა?

    ვუპასუხებდი – წიგნებს.

    ქვაკუთხედი ნომერ პირველი.

    ნებისმიერი კულტურის, არა მხოლოდ დასავლურის, ისტორია  ტრადიციას ეხებაა ან ტრადიციულ ხასიათს ატარებს. Მოგწონს ეს თუ არა. ტრადიცია აუცილებლად ნიშნავს რაღაცას ძალიან, ძალიან ძველს. ვწუხვარ, მაგრამ ეს   განსაკუთრებულად უნდა აღვშნიშნო. რადგან ამ სიტყვას – “ძველი” – თანამედროვე  პროფესიონალი ხელოვანებისათვის მხოლოდ უარყოფითი მნიშვნელობა აქვს დღეს. ძველი ავტომატურად ნიშნავს ცუდს, მოძველებულს, მიტოვებულს, ან იმას რასაც უნდა ვებრძოლოთ.

    დღევანდელ საბაზრო გარემოში,  ხელოვანმა გადარჩენისთვის თავი უნდა დაიმკვიდროს როგორც თანამედროვე ინოვატორმა. აქ, სხვათა შორის, ხელსაც გიწყობთ თუ არ იცნობთ ხელოვნების ისტორიას. იმიტომ, რომ თქვენ  წარსულის უცოდინრობით, ბედნიერი ცხოვრობთ. რადგან ის, რაც თქვენ გამოიგონეთ ამ დილით, ალბათ უკვე არსებობდა დაახლოებით 100 ან 50 წლის წინ.

    მოკლედ, დასავლურ პროფესიულ ხელოვნებას დღეს საკუთარი ისტორიის და ტრადიციის რცხვენია. რაც იგივეა მაგალითად, რომ თქვენ თქვენი მშობლებისა და ბაბუების გრცხვენოდეთ. ტრადიციის პატივისცემა ახლა უგემოვნობას ნიშნავს ჩვენს საქმეში. ახალგაზრდა ხელოვანები კი წარმოუდგენლად სწრაფად ითვისებენ ამ ახალ დებულებებს. რა თქმა უნდა, დასავლელი მხატვრები (მონტევერდიდან და ლეონარდო და ვინჩიდან დაწყებული)  ცდილობდნენ ყოფილიყვნენ ინოვაციური, მაგრამ მათი შემოქმედება ემყარებოდა ტრადიციებთან დიალოგს. დღეს კი შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს პროცესი,  რაგდან იგი უბრალოდ დროის კარგვად აღიქმება.

    რამდენიმე წლის წინ სპექტაკლს ვდგავდი მიხეილ ბარიშნიკოვთან ერთად, მთავარ როლში. მოქმედება კათოლიკე პაპის ბენედიქტ XVI- ის გადადგომის წინა დღეს ვითარდება. ჩვენ ეს წარმოდგენა მანამ მითამაშეთ, ვიდრე ჰოლივუდური ვერსია გამოვიდოდა და ჩვენი მთავარი სათქმელიც სრულიად განსხვავებოდა. როდესაც ყოფილ პაპს ჰკითხეს, რატომ აირჩია სახელი ბენედიქტე? მან უპასუხა, რომ წმინდა ბენედიქტე, წმინდანი, ვისი სახელიც შეარჩია,  შუა საუკუნეებში ცხოვრობდა. მან ბარბაროსული ომებისგან დამალვა გადაწყვიტა  და სამონასტრო ცხოვრების ახალი წესი დაადგინა. რომელიც გარკვეული გაგებით გახდა კიდევაც ევროპული ქალაქის და ზოგადად ევროპული თუ დასავლეთის ცივილიზაციის პროტოტიპი. ეკლესიის შემდეგ ამ მონასტრის ცენტრალური ნაწილი  ბიბლიოთეკად იქცა.

    თუ ვინმე კოსმოსური სივრციდან მკითხავს – გთხოვთ, განგვიმარტეთ ერთი სიტყვით – რა არის დასავლეთის ცივილიზაციის მეტაფორა, საკვანძო სიტყვა?

    ვუპასუხებდი – წიგნებს.

    ქვაკუთხედი ნომერ პირველი.

    თუ თქვენ თეატრში მოღვაწეობთ, ადვილად შეაფასებდით აუდიტორიის ცვლილებას,  რაც რეალურად ბოლო 20 წლის განმავლობაში მოხდა. ძველად თეატრის ხელოვნება ყოველთვის ეყრდნობოდა ლიტერატურას. სინამდვილეში თეატრი იყო კიდევაც ლიტერატურის გაგრძელება. თუმცა Უკვე აღარ. თუ  ჩვენსავით სცენის აქეთა მხარეს მუშაობთ, დაგვეთანხმებით, რომ თეატრის მაყურებელი  წიგნებს აღარ კითხულობს. მისი აღქმა ორიენტირებულია არა ტექსტებზე, არამედ ვიზუალურ სურათებზე. მათთან კომუნიკაციისთვის თქვენ უნდა გარდაქმნათ კოდების მთელი სისტემა. ისევე, როგორც emoji ცვლის სიტყვებს ჩვენს სმარტფოუნებზე. რადგან დღევანდელ თეატრში საქმე სხვაგვარად მოწყობილ ტვინთან გვაქვს.

    მაგალითად მე მჯერა, რომ სტივ ჯობსმა უდიდესი წვლილი შეიტანა კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ არა Apple-ის გამოგონებით, არამედ – Pixar-ის. ანიმაციური მულტფილმების კომპანიის,  რომელსაც ჯობსი ხელმძღვანელობდა. იმიტომ, რომ ეს იყო რეალური რევოლუცია, სრულიად ახალი გზა, როგორ მოიპარო და დააპროგრამო ბავშვის ტვინი. არა, მე არ მინდა გაბრაზებული ბაბუასავით ვმსჯელობდე, რადგან სინამდვილეში – სტივ ჯობსი რომ ცოცხალი ყოფილიყო – იმაზე უფროსი იქნებოდა, ვიდრე ჩვენ უმეტესობა, რადგან დღეს ახალი თაობა მხოლოდ რეალობის გვერდითი მოვლენაა, რომელიც მან 70 – იან წლებში გამოიგონა. მაგრამ ჯობსის მემკვიდრეობა აშკარაა – დღეს ადამიანის ტვინი ეჩვევა მაღალი ინტენსივობის ვიზუალური ინფორმაციის აღქმას და ძალიან განსხვავებულად მოქმედებს იმ დროის ადამიანის ტვინისგან, რომელიც ადრე კითხულობდა ტექსტებს და წარმოიდგენდა რეალობას სიტყვების მიღმა. პირველ ვერსიაში აზროვნების ნაწილი გამოტოვებულია. იმიტომ, რომ ტვინი არ არის მომზადებული ამისათვის. ვიზუალური ინფორმაციის სიჩქარე უბრალოდ არ იძლევა შანსს ან დროს ფიქრისთვის, რადგან – აქ სწრაფად იცვლება ინფორმაცია შემდეგით და ა.შ. ასე რომ თუ ვთანხმდებით, რომ დასავლური ცივილიზაციის რწმენა ჩვენი შვილების ტვინია – შედეგი ნათელია: ისინი უკვე სხვა მატარებელში სხედან და არავინ იცის – სად მიდიან. მგზავრებს ამას ნუ ეკითხებით.

    დასავლური კულტურის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით:

    არსებობს ორი ვარიანტი: დავნებდეთ უპირობოდ ან წინააღმდეგობა გავუწიოთ ცოტა მეტხანს?

    მაგალითად, პაპა ბენედიქტმა არჩია იზოლაცია, რათა  შეენარჩუნებინა მისი ქმედების არსი და კომპრომეტირებული არ ყოფილიყო. ვფიქრობ გარკვეულ შორეულ მომავალშიც იარსებებს მცირე ჯგუფები, რომლებიც  დასავლური კულტურის ტრადიციების და რიტუალების მიხედვით იცხოვრებენ და იღვაწებენ. ისე, როგორც ხალხური კულტურის პოპულარიზაციისთვის გარკვეული ჯგუფები ეთნოგრაფიულ კოსტიუმებში დადიან კვირაში ორჯერ. ცოტა პათეტიკურია, მაგრამ მაინც რაღაც არის. რადგან შესაძლოა, გლობალიზაციის გამო გაჩენილმა პრობლემებმა – უმუშევრობამ, ეკონომიკურმა კრიზისმა, ჰუმანურმა კატასტროფებმა – შეცვალოს მიმართულება. როგორც Covid-19– ის კონტექსტში დავინახეთ – ეროვნული სახელმწიფოები და საზოგადოება  მოულოდნელად იღებს სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და არავინ ზრუნავს საერთაშორისო ინსტიტუტებზე. კიდევ ერთი დაკვირვება – ცვლილებების სიჩქარე ახლა იმდენად სწრაფია – რომ ერთი არაპროგნოზირებადი პატარა ახალი გარემოებაც კი ყველაფერს ადვილად შეცვლის.

    კიდევ ერთი დაკვირვება – ცვლილებების სიჩქარე ახლა იმდენად სწრაფია – რომ ერთი არაპროგნოზირებადი პატარა ახალი გარემოებაც კი ყველაფერს ადვილად შეცვლის. მაგალითად გორბაჩოვის მსგავსად 35 წლის წინ, ან ეს ცნობილი ვირუსი ერთი წლის წინ. და ასეთ შემთხვევაში ჩვენი წინარე გამოცდილება შეიძლება უსარგებლოც გახდეს. რადგან დასავლური ცივილიზაცია სრულიად განახლებული დაბრუნდება.

    რა თქმა უნდა, ყველაზე რთული მომავალში თავისუფლების შენარჩუნება იქნება. მის ყველა სახის გამოვლინებაში. ჩვენი ცხოვრება უფრო და უფრო კონტროლირებადი და შეზღუდული გახდება, (ჩინეთის მაგალითი: როგორც კარგი ლაბორატორიისა, რომელმაც გარკვეულ მინიშნებებს მოგვცა ჩვენი მომავლის შესახებ.)

    თუმცა ადამიანის ბუნება წინააღმდეგობას გაუწევს ამ ყველაფერს. რადგან ეს ბუნების კანონია.

    როცა იოსეფ ბროდსკის ნობელის პრემია გადასცეს – სხვათა შორის ერთმა დასავლელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ კომუნისტურ ქვეყანაში, ერთ კომუნალურ სახლში, მხოლოდ რამდენიმე კვადრატულ მეტრში გაზრდილ ადამიანს, ნობელის პრემიას გადაეცესო? 

    ბროდსკიმ კი უპასუხა: თუ თქვენი ფიზიკური თავისუფლება შეზღუდულია, მაშინ ამას პროპორციულად თქვენი შინაგანი თავისუფლება კომპენსირებსო.

    დიახ, თავისუფლება გახდება უდიდესი გამოწვევა და ყველაზე ძვირფასი რამ ჩვენს ლამაზ და ნათელ მომავალში.

    არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელოვანებს შეძლებთ ისევ ენდოთ. რადგან ტიპიური თანამედროვე ხელოვანი ბიზნესმენია, რომელიც სრულიად დამოკიდებულია  ბაზარზე და არ ეწინააღმდეგება მეინსტრიმს. ის პატიმარია, რიმელსაც ისე კარგად ეპყრობიან, რომ ციხის მცველები აღარ დაგჭირდება.

    სხვათა შორის, როკ მუსიკის შესახებ რა გსმენიათ ამ ბოლო დროს?

    Გმადლობთ ყურადღებისთვის.

    ალვის ჰერმანისი.

    15.01.2021 წ.


Design a site like this with WordPress.com
Get started