Georgian International Festival of Arts in Tbilisi GIFT In Honour of Michael Tumanishvili

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი"

  • ხორხე ესდა სწავლობდა მადრიდში (URJC), პეკინში (UIBE) და სტამბოლში (Ticaret Üniversitesi) ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომუნიკაციის განხრით. ამასთანავე, ხორხე კვალიფიცირებულია კულტურის ადმინისტრირებაში FIBICC-ის მიერ. როგორც კულტურის მენეჯერი იგი ჩართული იყო რამდენიმე სახელოვნებო პროექტში ისეთ არტისტებსა და ისინსტიტუციებთან, როგორებიცაა: De la Puríssima, Instituto Cervantes, Creative Europe, აი ვეივეი, კაი გუო ჩანგი, ვინსენტ გუიარი.

    ამჟამად, ხორხე აწარმოებს კვლევას საქართველოში, რომელიც კონცენტრირდება ხელოვნების პრაქტიკებზე, აქტივიზმსა და ქართულ სადადგმო სხენაზე. მისი პროექტი აირჩია და დააფინანსა i-Portunus-მა.

    Jorge Esda studied in Madrid (URJC), Beijing (UIBE) and Istanbul (Ticaret Üniversitesi) on the fields of Business Management & Communication and is specialized in Cultural Management at the FIBICC. As Cultural Manager, he has been involved in several artistic projects with diverse artists and institutions: De la Puríssima, Instituto Cervantes, Creative Europe, Ai WeiWei, Cai Guo Qiang, Izolyatsia or Vicente Guallart among others.
    Currently, Jorge Esda is doing research in Tbilisi. His study focus on art practices, activism and community-based art related to the Georgian performance scene. This project is selected and granted by i-Portunus.

  • რა შეიძლება ითქვას ახალი კაროლინ კარლსონზე – ფინური წარმოშობის ლეგენდარულ ამერიკელ ქორეოგრაფზე, მოცეკვავეზე, მოაზროვნეზე, პედაგოგზე და მსოფლიოს არაერთ ცნობილ სცენაზე მოხეტიალე „პოეტურ სულზე? ალბათ ის, რომ ნოემბერში რუსთაველის თეატრის სცენაზე 76 წლის დიდ ხელოვანს გადაეცემა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მთავარი ჯილდო – „სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში“! და ეს ფაქტი 2019 წელს GIFT-ის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცევა.

    რასაკვირველია, ის დიდი ხანია აღარ ცეკვავს და, ასე ვთქვათ, მოხეტიალე-პედაგოგიური შემოქმედებითაა დაკავებული მთელს ევროპაში, პარიზიდან და ვენეციიდან დაწყებული, ჰელსინკით დამთავრებული. შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გამიმართლა, რადგან კაროლინ კარლსონი სცენაზე დიდი ხნის წინ, ფესტივალ „ტანცვინტერზე“ ვნახე, თანაც მის ერთ-ერთ საუკეთესო სოლო კომპოზიციაში Blue lady, რომლისთვისაც მუსიკა მისმა მეუღლემ, ცნობილმა ფრანგმა კომპოზიტორმა რენე ობრიმ დაწერა.

    კარლსონი მაშინ 60 წლის იყო, ჰგავდა 35 წლის ქალს და ცეკვავდა როგორც 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც თითქმის შეეხო სრულყოფილებას. ამგვარი შეგრძნებები შემთხვევითი არ ყოფილა. მისი სხეულის ძალა, საოცრად ზუსტი და გათვლილი მოძრაობები, მაგიურობით ნაკვები ჟესტები 70-წუთიან კომპოზიციაში ასახავდა ქალის შინაგან მდგომარეობას ახალგაზრდობიდან სიბერემდე.

    ასაკობრივი ცვლილება იკითხებოდა და ირეკლებოდა მის საოცარ პლასტიკურ ტრანფორმაციაშიც, რომლის მიღმაც ცნობიერი და მოდარაჯე კაცის თვალი ამოიკითხავდა ჯაზის ზიგზაგებსაც (რასაც თავის დროზე, ნიუ-იორკში, ქორეოგრაფ ალვინ ნიკოლაის სტუდიაში ეუფლებოდა), მარი ვიგმანის ექსპრესიონისტული ცეკვის ნაშთებსაც და თანამედროვე ცეკვის თეატრისგან ნასწავლ გამოკვეთილ და კარგად დაწურულ მოძრაობებსაც.

    Blue lady, რომელიც კარლსონმა ვენეციის თეატრ „ლა ფენიჩეში“ 80-იან წლებში დადგა, უკვე დიდი ხანია აღიარებულია მითიურ წარმოდგენად – იგი არაერთი ხელოვანისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა. ეს კომპოზიცია 2007 წელს გაიმეორა (უფრო ზუსტად, თავისებურად აღადგინა) მისმა მიმდევარმა და თანამოაზრემ, ფინელმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ტერო საარინენმა, რომელმაც თავისებური ხიბლი, იუმორი და ინტელექტუალობა შესძინა კაროლინ კარლსონის ქორეოგრაფიას.

    70-ზე მეტი წარმოდგენა, კომპოზიცია, ქორეოგრაფიული ფრაგმენტი თუ სოლო, ყველაფერი, რაც კაროლინ კარლსონმა შექმნა, დღევანდელი გადასახედიდან მართლაც ისტორიული მნიშვნელობისაა თანამედროვე ევროპული ქორეოგრაფიისთვის. 70-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, როცა ავინიონის ფესტივალზე პირველად წარმოადგინეს მისი ფილოსოფიური შთაგონებით სავსე „რიტუალი სულისა და სიკვდილისთვის“, კარლსონი მაშინვე მნიშვნელოვან ქორეოპერსონად იქცა.

    1974 წელს „გრანდ ოპერის“ დირექტორმა, როლფ ლიბერმანმა მას კომპოზიციისა და იმპროვიზაციის კლასის შექმნა შესთავაზა. წლების განმავლობაში ის ერთადერთი ქორეოგრაფი-ვარსკვლავი იყო, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მაინც გაემგზავრა პარიზიდან და ჰელსინკის ოპერის მთავარი ქორეოგრაფი გახდა, ხოლო მოგვიანებით სტოკჰოლმის „კულბერგ ბალეტში“ მატს ეკის მძიმეწონიანი, მძლავრი და გავლენიანი შემოქმედებითი სამყარო რთულად, მაგრამ ღირსეულად გადაიბარა.

    მას აისედორა დუნკანის, მარი ვიგმანისა და პინა ბაუშის პარალელურად მოიხსენიებენ. თუმცა, „თავისუფალი ცეკვის“ დამაარსებლისგან განსხვავებით, კარლსონის ბრწყინვალე სოლო ნომრები დღემდე შემორჩა რეპერტუარს და მათ სხვადასხვა ქვეყნის მოცეკვავეები ასრულებენ. როგორც პინა ბაუშს, მას საკუთარი დასი არ ჩამოუყალიბებია და არც რომელიმე ცეკვის კომპანიაზე ყოფილა ბოლომდე მიჯაჭვული, როგორც „ცეკვის თეატრის“ დამაარსებელი – პინა ბაუში, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვუპერტალის ცეკვის თეატრში მუშაობდა. კარლსონის, როგორც ქორეოგრაფის, გავლენა თანამედროვე ქორეოგრაფიაზე ძალიან დიდია. როგორც ერთ-ერთი ფრანგი კრიტიკოსი წერს, „სხეულით ფიქრი და საუბარი მან ბევრს ასწავლა“.

    ასე რომ, ვისაც ქორეოგრაფიის ცოცხალი ლეგენდის, კაროლინ კარლსონის ხილვა სურს, მან რუსთაველის თეატრში დაგეგმილი დაჯილდოების რიტუალი არ უნდა გააცდინოს, ისევე როგორც მისივე საცეკვაო დასის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“, რომელიც დიდი ფილოსოფოსისა და ფსიქოანალიტიკოსის, კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომების ძალიან საინტერესო ქორეოგრაფიული ვერსიაა.

  • ია ლოდია

    საკუთარ თავზე საუბარი, ალბათ, ჩემი თავის თქვენამდე ობიექტურად გაცნობის
    იმთავითვე წარუმატებელი მცდელობაა, თუმცა რამდენიმე რამ დანამდვილებით
    შეიძლება ითქვას ჩემ, როგორც რიგითი სტუდენტის, შესახებ. შემოქმედებითი
    სული, ვფიქრობ, რაღაც დოზით ბავშვობიდან იყო ჩემში, საყოფაცხოვრებო
    საგნებთანაც ხშირად გამიბამს მეგობრული დიალოგი და თავი გიჟად
    სრულებითაც არ მიგრძვნია. პოეზია ბავშვობიდან მიყვარდა, წერის სწავლასთან
    ერთად ლექსებიც შემომეწერა, რომლებსაც დედაჩემი დღემდე გულმოდგინედ
    ინახავს. ხატვაზეც არასდროს ვამბობდი უარს, თუმცა ფუნჯი ალბათ წლებია
    აღარ მჭერია ხელში. წლების მატებასა და გასტუდენტებასთან ერთად
    მხატვრული ესთეტიკისადმი ინტერესი თანდათან გაღვივდა, რასაც
    თავისუფალმა უნივერსიტეტმა, რომელიც უკვე მეოთხე წელია სახლად მექცა,
    მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მუსიკის, თეატრისა და ლიტერატურის
    უსასრულო სივრცეები ალბათ სწორედ ისაა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას
    უსიტყვოდ იპოვო შენი თავი და ასე, ჩემსავით, ბიოგრაფიული ტექსტის წერისას
    ჰაერში გამოკიდებული არ ეძებდე სიტყვებს რომ რაღაცნაირად შენი თავი მოხაზო
    და აღუწერო მკითხველს.
    ფესტივალი „საჩუქარი“ ჩემთვის ახალი არ არის, გასულ წელს თითქმის არცერთი
    სპექტაკლი არ გამომიტოვებია. იშვიათად მახსენდება ისეთი ემოცია, რაც
    სარდინიულმა დასმა თავისი დადგმული „მაკბეტით“ გამოიწვია ჩემში. ალბათ
    სწორედ ესაა ის გამაშუალებელი, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავთან
    წამიერად შეგახვედროს და სრულიად აღტყინებულმა ვერც კი გაბედო
    სპექტაკლის დასასრულს გაბედული ტაშის შემოკვრა. ფესტივალი წელსაც
    პირდება მაყურებელს მრავალ ასეთ სანახაობას, რომლებზე წერის ბედნიერებაც
    ეიფორიას მიქმნის და მკითხველის მიმართ სრული პასუხისმგებლობით
    განმაწყობს.

  • გიორგი ჭკადუა

    გამარჯობა. გასაკვირი არაა, რომ მისალმებით ვიწყებ, რადგან სოციალური ქსელი,
    ისევე, როგორც დრამა, დიალოგური შინაარსისაა. არა, ლიტერატურა და
    ხელოვნება, რა თქმა უნდა, ღრმა ბავშვობიდანვე არ მიტაცებდა. კარგად მახსოვს
    ჩემი საწოლის წინ მდგარი დიდი კარადა, რომლის სულ ზემოთა თაროზე ვაჟა-
    ფშაველას ცხრატომეული იდო. გადმომცქეროდა და მემუქრებოდა, ისევე უნდა
    დამწოლოდა მხრებზე, როგორც იმ თაროს აწვებოდა და რაც ყველაზე მეტად
    მაშფოთებდა, კომპიუტერთან ჯდომის საათებიც უნდა შეემცირებინა. დროთა
    განმავლობაში ეს დამოკიდებულება შემეცვალა, თუმცა რეალური გარდატეხა
    პირველ კურსზე მოხდა. თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და
    საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში ერთი საგანი გვაქვს, ლიბრი მაგნი
    ჰქვია. სემესტრის განმავლობაში მხოლოდ ერთ წიგნს ვკითხულობთ და ვარჩევთ,
    რიგში პირველი კი ,,ჰამლეტი’’ იყო. მთელი კურსის განმავლობაში მხოლოდ
    ერთხელ გამოვთქვი სემინარზე წაკითხვის სურვილი, პოლონიუსის როლი მერგო
    და სამწუხაროდ, პოლონიუსი სწორედ მაგ მოქმედებაში მოკლეს, ასე რომ, რაც არ
    უნდა სიმბოლური იყოს, ლიტერატურის უკიდეგანო თავისუფლებაში ამ
    სიტყვების ფონზე ჩავყვინთე: ,,ვაი, მომკლეს’’. მივაკითხე თეატრებსაც და
    პარანოიდული შიმშილით დავიწყე ქექვა დიალოგებში. ხშირად იყო მომენტი,
    როდესაც თავში დაგროვილის გადმოტანა მინდოდა ხოლმე და წერასაც არ
    მოვერიდე. ისე მოხდა, რომ კონკურსის ,,შემოდგომის ლეგენდის’’ ათეულში
    აღმოვჩნდი. ამ ყველაფერმა პარანოიის მეორე ტალღა წარმოშვა. მინდოდა
    მწერლების ტექნიკის და სტილის შემჩნევა მესწავლა. ამ შემთხვევაშიც წერის
    გარეშე არაფერი გამოვიდა და ესმა ონიანის მიმართ მიძღვნილი კონკურსის ერთ-
    ერთი პრიზიორი გავხდი ესეისტიკაში. პარანოიამ ბოლოს ქართული წიგნის
    ცენტრის პროექტში, ,,წიგნის აკადემიაში’’, ამომაყოფინა თავი, სადაც მთავარი
    პრიზი მხვდა წილად და ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე
    მივემგზავრები. იქამდე კი, დრამის ფესტივალზე შევხვდებით, ჩვენი დიალოგი
    მხოლოდ ახლა იწყება, ასე რომ, დროებით.

  • 19, 20 ოქტომბერი

    ფესტივალის გახსნა

    მაგი მარენის კომპანია (საფრანგეთი)

    „MAY B” (შეიძლება)

    სემიუელ ბეკეტის და მაგი მარინის საკულტო წარმოდგენა https://www.youtube.com/watch?v=3O0XQzUWJHY

    რუსთაველის თეატრი. 20.00

    24 ოქტომბერი

    რუსთაველის თეატრის ‘სტუმრების ოთახი’
    FESTIVAL TALKS

    „ესპანური კულტურის ფოკუსის“ ფარგლებში გაიმართება საჯარო საუბრები – კონფერენცია თანამედროვე ესპანურ თეატრზე მეტატარსუს თეატრის“ და ალკალას “Corral de Comedias” დირექტორთან და რეჟისორთან, მადრიდის კუმპულტენსე უნივერსიტეტის პროფესორთან, დარიო ფაკალთან. რომელსაც წინ უძღვის პრეს კონფერენცია “ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი კოლექტივთან” ექსპერიმენტულ თეატრალურ ლაბორატორიასთან ‘დრაფტ ინ’ (Meine Seele S.L)

    15.00

    23 ოქტომბერი
    მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, ესპანეთის ხელოვნების საბჭოსთან Acción Cultural Española (AC/E) თანამშრომლობით წარმოდგიგენთ „უახლესი ესპანური კულტურის ფოკუსს“ საქართველოში

    ‘ტეატრო დელ კანალ’ და ექსპერიმენტული თეატრალური ლაბორატორია ‘დრაფტ ინ’(Meine Seele S.L) წარმოგიდგენთ

    ფედერიკო გარსია ლორკას პიესის ადაპტაციას

    „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“

    ინსცენირების ავტორი: ხოსე მანუელ მორა და კარლოტა ფერერი

    რეჟისორი კარლოტა ფერერი

    https://www.youtube.com/watch?v=RFzYsmpdaJg

    რუსთაველის თეატრი. 20.00

    26 ოქტომბერი. 20.00
    ბათუმი ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
    „სადღაც ცისარტყელის მიღმა“
    (საქართველო)
    პიესის ავტორი ლაშა თაბუკაშვილი
    რეჟისორი ქეთი დოლიძე
    გრიბოედოვის თეატრის დიდი სცენა

    http://ajaratv.ge/article/44217

    27 ოქტომბერი

    ლევან ხეთაგურის მასტერკლასი ახალგაზრდა თეატრმცოდნეებისთვის

    როგორ დავამკვიდროთ ჩვენი სიტყვა და აზრი პროფესიულ და საზოგადოებრივ ასპარეზზე, შევქმნათ თეატრის მკვლევარისგან – ანალიტიკოსი გამორჩეული ავტორიტეტი და სანდო რეპუტაციის მქონე პიროვნება კულტურის სფეროში

    დასაწყისი 15.00 საათზე

    რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზი

    30 ოქტომბერი

    აურელია ტიერი წარმოგიდგენთ

    “ზარი და ავგაროზი”(Vols de Nuits)

    იდეის ავტორი და რეჟისორი ვიქტორია ჩაპლინი

    მთავარ როლებში აურელია ტიერი და ჰაიმე მარტინესი

    https://www.youtube.com/watch?v=iAUui2nvKyI

    მარჯანიშვილის თეატრი 20.00

    2 ნოემბერი

    “დილა მშვიდობისა ას დოლარიანო”

    იესის ავტორი ი. გარუჩავა და პ. ხატიანოვსკი

    რეჟისორი – ქეთი დოლიძე

    გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი

    20.00

    3 ნოემბერი

    „შეშლილის წერილები“

    (ნ.გოგოლის პიესის მიხედვით)

    რეჟისორი და სცენოგრაფი – სოსო ნემსაძე

    https://www.youtube.com/watch?v=MCnKzaqimnA

    გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი 20.00

    4 ნოემბერი

    ირა კოხრეიძის ინკლუზიურ თეატრი წარმოგიდგენთ

    „კონტაქტი“

    რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი 20.00

    5 ნოემბერი

    ა.ს. გრიბოედოვის  სახ. თეატრის და შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის   მხარდაჭერით წარმოგიდგენს  ვალერი ხარიუტჩენკოს საავტორო პროექტს

    “ტურბულენტობის ზონა, ანუ დაკარგული სამოთხის ძიებაში”

    .ოლბის პიესის «რა მოხდა სამხეცეში» სცენიური ვერსიაა.

    გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენა 20.00

    7 ნოემბერი

    ესპანური კულტურის ფოკუსი 2019

    Caída del Cielo („დაცემული ანგელოზი”)

    ქორეოგრაფი და მუსიკალური ხელმძვანელი როსიო მოლინა

    კომპოზიტორი ედუარდო ტრასიერა

    მუსიკოსები: ხოსე ანგელ კარმონა, ედუარდო ტრასიერა, ხოსე მანუელ რამოსი, პაბლო მარტინ ჯონსი https://www.youtube.com/watch?v=h5csksCyhUM

    წარმოდგენა განხორციელდა საფრანგეთის ეროვნული ცეკვის შაიო თეატრისა და არაგონის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლობით

    გრიბოედოვის თეატრი 20.00

    13 ნოემბერი ესპანური კულტურის ფოკუსი 2019 ესპანელი რეჟისორის, დრამატურგის, ალფონსო X ელ საბიოს სამოქალაქო ორდენის კავალერის ნატალი მენენდესის „HAPINESS STATION“ (10,11, 12 ინტერაქტიული თეატრალური სავარჯიშოები) https://www.youtube.com/watch?v=nHeICjBCZUo

    რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზი 15.00

    15, 16 ნოემბერი

    კაროლინ კარლსონის კომპანია წარმოგიდგენთ

    „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“

    ცნობილი შვეიცარიელი ფილოსოფოსისა და ფსიქოთერაპევტის კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომის საცეკვაო ინეტრპრეტაცია

    ქორეოგრაფი კაროლინ კარლსონი

    ნაწარმოები განხორციელდა ქეროლინ კარსონის დასის, Théâtre de Rungis, ქალაქ მონს ან ბარელის და პარიზის CDCN სტუდიის თანამშრომლობით https://vimeo.com/245804915

    რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი 20.00

    17,18,19 ნოემბერი

    მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი წარმოგიდგენთ

    გამოჩენილი უკრაინელი რეჟისორის ანდრი ჟოლდაკის მსოფლიო პრემიერას

    „მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წამოსახვა“

    უილიამ შექსპირის პიესის “მეფე ლირი” მიხედვით

    სპექტაკლი განხორციელდა კულტურის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის „საქართველო ევროპაში“ და პროექტ“Check In Georgia”-ს ფარგლებში გრიბოედოვის თეატრი. 20.00

  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, ესპანეთის ხელოვნების საბჭოსთან Acción Cultural Española (AC/E) თანამშრომლობით, წარმოდგიგენთ „უახლესი ესპანური კულტურის ფოკუსს“ საქართველოში

    ოთხი ათასწლეულის წინ დაწყებული ქართული ეთნოგენეზის მკვლევარებს ჩვენი წარმოშობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩათ გაურკვეველი. ესპანელი ბასკების და ქართველების დიდი იბერიული ოჯახი, ანტიკური წყაროების მიხედვით, თურმე მართლა არსებობდა და ერთ ენაზეც საუბრობდა. ძველი ბერძნების აზრით,  იბერები (ანუ ქართველები) ესპანეთიდან გადმოსახლდნენ კავკასიაში, (მეგასთენე, დიონისისი, აპიანე ეუსებიოს კესარიელი და სხვები). თუმცა არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე ეს ეჭვი ფაქტობრივად მოიხსნა და საუკუნის ხელა კვლევებმა ახლა ვარაუდად დატოვა კავკასიიდან იბერების ევროპაში გადასახლება.

    ფაქტია, რომ ესპანელი ბასკების ენა დღემდე ერთადერთი არა-ინდოევროპული ენაა დასავლეთ ევროპაში და არავის ენათესავება ან მსგავსია ქართული ენის გარდა. მაგრამ ჩვენი წარმოშობის საიდუმლოებით მოცულ ისტორიაში იშვიათად ვხვდებით ქართულ-ესპანურ კულტურულ კავშირებს, თუმცა ყოველი შემთხვევა ჩვენი წარმომავლობის ლეგენდას გვახსენებს და დღესასწაულიც დიდია.

    2019 წლის ფესტივალის „საჩუქარი“ ესპანურმა ფოკუსმა  მისი საფუძვლის ჩაყრის თანავე მიიპყრო ესპანეთის ხელოვნების საბჭოს ყურადღება. ესპანეთის კულტურის სამინისტროს, ხელოვნების საბჭოს Acción Cultural Española (AC/E) და ფესტივალის “საჩუქარი” თანამშრომლობით გთავაზოთ უახლესი ესპანური საშემსრულებლო ხელოვნების პანორამას თბილისში!

    2019 წლის ფესტივალის „ესპანური ფოკუსის“ მხარდამჭერია ესპანეთის კულტურის და სპორტის სამინისტრო და (ესპანეთის ხელოვნების საბჭო Acción Cultural Española (AC/E)

    There is no point in describing Miss Marin as the Pina Bausch of France. True, like the German exponents of the new ”dance theater” genre, Miss Marin is less interested in conventional dance movement than in bodily expression of any sort that distills movement into drama. But like many other new French choreographers, she is blessed with a sense of fantasy and of the absurd -and in Samuel Beckett’s plays, she has found a perfect focus for meditating upon life’s absurdities.

    WITHIN the current phenomenal dance boom in France, whose effects are beginning to trickle over here, the choreographer, Maguy Marin, holds a special place.

    Trained since childhood in classical ballet and seen in New York in former years as a member of Maurice Bejart’s company, Miss Marin knows how to put her past behind her and to give innovation a good name. She is always sophisticated and professional. Unlike some of the exuberant young choreographers in France who are making their mark in other ways, Miss Marin is no autodidact.

    The title itself refers to Beckett’s affinity for the word ”perhaps” and recalls his own puns. In fact, Miss Marin discussed her piece with the Irish-French playwright, and while the concept of the piece is original, her use of Shubert’s music throughout the work was inspired by Beckett’s remark to her that he liked the composer’s ”Death and the Maiden.”

    Miss Marin uses a song from Schubert’s ”Winterreise” cycle – ”The Organ Grinder” as the figures come to life. And when the last sole survivor is left in poignant solitude onstage after the others have repeatedly trudged in and out on a journey to nowhere, the ”Doppelganger” from the same cycle, with its image of a man facing death, strikes the right note.

    Optimism within pessimism – this is the Beckett theme Miss Marin has been able to convey. And she does so in the bittersweet birthday party, set to ”Death and the Maiden” when the previously gray characters now come out dressed as identifiable fugitives from specific Beckett plays – Lucky and Pozzo, Krapp, and so on. https://www.youtube.com/watch?v=3O0XQzUWJHY

  •           თანამედროვე თეატრალურ რუსეთს დღეს ჰყავს დიმიტრი კრიმოვი, რომელიც ფაქტობრივად ვასილევის გამგრძელებელია. კრიმოვის ლაბორატორიაში არ ასწავლიან როგორ გაფორმდეს სპექტაკლი, ეს არ არის გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო და არც სცენოგრაფიის სკოლა. დღეისათვის მოსკოვის არცერთ თეატრალურ სასწავლებელში არ არსებობს რეჟისორებისა და მხატვრების მომზადების ასეთი პრაქტიკა. ძირითადი საგნების სწავლების გარდა, როგორიცაა მხატვრობა, კომპოზიცია, მაკეტი, სტუდენტი მხატვრები რეჟისორებთან ერთად მუშაობენ ამონარიდებზე, რომელთა ფორმაც შესაძლოა გამოხატული იყოს პერფორმანსის ან ინსტალაციის სახით. სწორედ ასეთია სპექტაკლი, რომელზეც ეხლა ვისაუბრებ.

    ყველას, ვინც კრიმოვის სპექტაკლის – „უმზითვოს“ აფიშას ნახავს, სათაურიდანვე ინტრიგა მოიცავს: „Безприданница“- „з“ ასოთი ჩანაცვლებული „c” ორთოგრაფიული შეცდომაა თუ რეჟისორისეული რამე ხრიკი. კრიმოვის აზრით „c” ბგერა არბილებს სათაურის არსს, ხოლო „Безприданница“ გამოითქმის უფრო მკაცრად, როგორც განაჩენი. ამის მსგავსად რეჟისორი საპირფარეშოს კარის წარწერაზე ამოაგდებს ასო „и”-ს – “сарт(и)р”; მიუხედავად „т“-ს და „р“-ს შორის ჩამატებული „и“-სა, ავტომატურად სარტრის „ცხრა კლიტული“ გვახსენდება. „… ისევ ცელქობა და კრიმოვის მთელი კარნავალი – სარტრიდან ეგზისტენციალიზმამდე“. – ვადიმ რუტკოვსკი. (www.krymov.orghttp://www.coolconnections.ru/ru/blog/posts/145a7733-e4cd-466b-823e-8be24bdfe542)

     თანამედროვე რეჟისორები ძალიან ერიდებიან ოსტროვსკის ტექსტის შეცვლას, ეს ტაბუდადებული თემაა. კრიმოვი კი ტექსტს ცვლის უშიშრად, გამაოგნებელი სიმსუბუქით.

     დიმიტრი კრიმოვის სხვა დადგმებისგან განსხვავებით „უმზითვო“ უფრო ახლოს არის დრამატულ თეატრთან, თუმცა სავსეა რეჟისორისთვის დამახასიათებელი ექსპერიმენტებით. კრიმოვი ირჩევს XIX ს-ის ბოლოს დაწერილ ამ პიესას და თამამ ინსცენირებას უკეთებს. კონსერვატორი საზოგადოება, რომელიც მომხრეა კლასიკის ხელშეუხებლობის, ცხადია უკმაყოფილო დატოვებს დარბაზს. სწორედ ასეთი, ძალიან პატარა ჯგუფი გავიდა რუსთაველის თეატრის პარტერიდან, როდესაც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარის (2018წ.) პროგრამის ფარგლებში ვიხილეთ ეს სპექტაკლი. მოგეხსენებათ ამ ფესტივალის მეშვეობით გაიცნო ქართველმა საზოგადოებამ დიმიტრი კრიმოვის შემოქმედება, ეზიარა მის მხატვრულ ხედვას და თეატრ ლაბორატორიას. სწორედ მისი ხშირი ვიზიტით მიღებული შთაბეჭდილებები გახდა ჩემი საკვლევი თემის არჩევის მიზეზი. რეჟისორი საინტერესო და განსხვავებული ფორმებით გვაწვდის სათქმელს, განსაკუთრებით იგრძნობა მისი მხატვრობის მიმართ სიყვარული. დაახლოებით 15 წელია, რაც სცენოგრაფიიდან რეჟისურაში სცადა ბედი და თან ძალიან წარმატებულად.

    მიუხედავად პიესის რეჟისორული ვერსიისა, ის არ კარგავს დრამატურგის მთავარ სათქმელს. ახალ სამყაროში, ახალ ფასეულობებთან ერთად ყველა უბედურია. სიყვარულისა და ბედნიერებისთვის ადგილი აღარ რჩება. დიმიტრი კრიმოვმა პირველი მოქმედება ააწყო სასაცილო, ექსცენტრული სცენებით. კომიკური ეფექტის გასამძაფრებლად ხარიტა იგნატიევნა ოგუტოვას როლი კაცს მოარგო (სერგეი მელკონიანი). ეფექტური და სახალისოა  იატაკის ჯოხთან მისი ცეკვის სცენა „I will survive” (გლორია გაინორის შესრულებით) სიმღერის ფონზე, რომელიც 1978 წელს დაიწერა და არატრადციული ორიენტაციის მქონე ადამიანების ჰიმნად იქცა. დიმიტრი კრიმოვი ამ პასაჟს ტექნიკურად იყენებს სპექტაკლში. ლარისას დედა (ხარიტა იგნატიევნა) სიურრეალიზმის განსახიერებაა. რომელი დედა ასწავლის ქალიშვილს დამცირებას? ის ხან მამაკაცური ძალით ესხმის თავს ლარისას სატრფოს, ხან კი ქალური სიუსტით მანიპულირებს. სერგეი მელკონიანი მთელი ოსტატობით ასრულებს ტრანსფორმირებული ქალის როლს, რომელიც არამდგრადი და ჩამოუყალიბებელია, ის თითქოს ქალიშვილის უბედურების ერთ-ერთი მიზეზია.

    კრიმოვის „ხელოვნების სკოლის“ უპირატესობას სცენგრაფია განსაზღვრავს, რაც ბუნებრივია, მისი ხელმძღვანელი ხომ მხატვარია. უნიკალურია ტექნოლოგია, თამაშის ხერხი, კოსტიუმები, მულტიმედია. XIX-XXI საუკუნეების კოსტიუმებით და მიზანსცენებით კრიმოვი ოსტატურად ახერხებს დროში მოგზაურობას, ისე რომ ჰარმონიული ეკლექტიკა სრულებითაც არ არის თვალშისაცემი და გამაღიზიანებელი (სცენოგრაფია – ანა კოსტრიკოვა). რეჟისორი გვეუბნება, რომ ეპოქათა დიდი განსხვავების მიუხედავად ადამიანები და მათი პრობლემები არ იცვლება.

    ოსტროვსკის რემარკა – მოქმედება წარმოებს ჩვენს დროს (იგულისხმება ავტორის დრო) დიდ ქალაქ ბრიახიმოვში, ვოლგაზე (ა.ნ. ოსტროვსკი. პიესები. სახელმწიფო გამომცემლობა. თბილისი. 1950.) – რეჟისორმა მარტივად, სცენის სიღრმეში დაკიდებულ დიდ ეკრანზე მოათავსა. იგრძნობა კინემატოგრაფის ელემენტები (ვიდეო დიზაინერი – ელიზავეტა იურევა). ეკრანზე მდინარე ვოლგა ჩანს, რომელიც უძრავად დგას. შორს ჩნდებიან ადამიანთა მცირე ზომის ფიგურები, რომლებიც გვიახლოვდებიან, ზომაში იზრდებიან, აღწევენ სრულ სიმაღლეს და მომენტალურად ქრებიან, თითქოს ეკრანიდან პირდაპირ სცენაზე გადმოდიან გვერდით არსებული კარით. პერიოდუად ისმის გემი „მერცხალის“ ხმა, რომლითაც სერგეი სერგეიჩ პარატოვი მიადგა ნაპირს. ასევე ეკრანის მეშვეობით ვიგებთ თუ როგორ ემზადება ლარისა პარატოვთან ერთად გასაქცევად (ფარულ ჩანაწერში ჩანს წყვილის ალერსი). რუსეთში ძალიან პოპულარულია გადაცემები, სადაც ეჭვიანობის ნიადაგზე წყვილები ქირაობენ დეტექტივებს, რომლებიც უთვალთვალებენ და ფარული კამერით იღებენ ინტიმურ კადრებს. უსიყვარულოდ აგებული ურთიერთობები, უნდობლობისა და ხშირ შემთხვევაში ფატალური დასასრულის მიზეზი ხდება. სპექტაკლის ფინალში კარანდაშევი საკუთარი ხელით კლავს ლარისას : „დაე ნურავისი გახდები“, ქალი მისი მადლიერია, რომ წერტილი დაუსვა უიმედო სიყვარულით გამოწვეულ სასტიკ ტანჯვას.

    ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სცენა კლუბში ფეხბურთის ყურებაა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-ჰოლანდიის მატჩს გადმოსცემს, სადაც რუსეთი გავიდა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ამ თამაშის საყურებლად შეკრებილი პერსონაჟები წამიერად გაიხარებენ გამარჯვებით და უემოციოდ იშლებიან. ეს ის ერთადერთი სიხარულია, რაც ქვეყანამ მოუტანა. იმედგაცრუებულები არიან, ვერ ხვდებიან რა ახარებთ, როცა ასეთი მძიმე ყოფა აქვთ. ეს ეკრანია თითქოს ერთადერთი რაც ამ ხალხს აერთიანებს. აქ არავის არავინ სჭირდება და არც აინტერესებს. ყველა, მიუხედავად იმისა მდიდარია თუ ღარიბი, თავისებურად უბედურია. ეფექტურია სტადიონის განათების გამოყენება, რომელიც პარტერში მყოფ მაყურებელს ისე ჭრის თვალს, თითქოს ჩემპიონატს ესწრებოდეს. კრიმოვს მაქსიმალურად დაჭერილი ჰყავს აუდიტორია და არ აძლევს სცენიდან გამოთიშვის საშუალებას. თუ პიესაში ჩაიხანაა თავშეყრის ადგილი, სპექტაკლში – კლუბი, სადაც ფეხბურთს უყურებენ. ტელევიზია „Первый канал“-თან ინტერვიუში მარია სმოლნიკოვა ამბობს: „როგორც ჩეხოვთან ჩაის სმის დროს წყდება ბედ-იღბალი ასეა აქაც, ფეხბურთის ყურების დროს ხდება საშინელება“ ( youtube – https://www.youtube.com/watch?v=xxCUuR44fO4 ).

    იული კაპიტონიჩ კარანდაშევი (მაქსიმ მამინოვი) მოსიარულე საცოდაობაა, რომელსაც მუდმივად ეხსნება ხელსაწყო იარაღებით სავსე ყუთი და მის ალაგებას პატარა ბავშვივით მთელ დროს ანდომებს, ასევე სათითაოდ კიდებს ძირს დაყრილ ქურთუკებს. ის მზად არის შეასრულოს ნებისმიერი დავალება. კარანდაშევი ერთადერთია, ვისაც უმზითვო ლარისას შერთვა სურს, ლამაზი ქალი მისთვის პრესტიჟის საკითხია. როგორც სხვა სატრფოებს, არც მას უყვარს ლარისა, უბრალოდ უნდა ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა, სხვებივით რუტინული ცხოვრება.

    მოკი პარმენიჩ კნუროვი (კონსტანტინ მუხანოვი) – უკანასკნელი დროის ფართო გაქანების საქმოსანი. ხანშიშესული, მარჯვე და მოხერხებული კაცი. დიდი ქონების პატრონი – ასე აღწერს პერსონაჟს ოსტროვსკი. კრიმოვს კი სცენაზე შემოჰყავს დაჩაჩანაკებული, წელში მოხრილი მოხუცი, რომელიც კოჭლობით შემზარავად დადის. გრძელი ქურქი, რომელსაც შლეიფივით მიათრევს და ხელზე ასხმული ბეჭდები მის ძლევამოსილებას უსვამს ხაზს. ის უბედურია თავისი უბადრუკი სიბერის გამო. მისთვის ლარისა მხოლოდ საგანია, რომლის ყიდვაც ისე შეუძლია, როგორც სხვა დანარჩენი ნივთის. გამაოგნებელია სცენა, როდესაც კნუროვი „შთანთქავს“ ლარისას – ის გველივით მიიკლაკნება ქალისკენ, დაბალი მოხუცი სატანური ძალისხმევით უცბათ მაღლდება და მის ქურქში ისე ახვევს ლარისას თითქოს ერთ მთლიანობად გარდაისახებიან,  შემდეგ კი უგონოს აგდებს ძირს, როგორც გამოყენებულ, უვარგის ნივთს.

    ლარისა დიმიტრიევნა (მარია სმოლნიკოვა) – უბედური, უმზითვო ქალია, რომელსაც თავისი უიღბლო ცხოვების გამო სიმღერა აღარ შეუძლია და კარაოკეში ფონოგრამით მღერის. კომპოზიცია კარგად მოერგო ლარისას სულიერ განცდებს: სულისშემძვრელი „ვარსკვლავი“, ჟანა აგუზაროვას შესრულებით, ტრაგიკული სიმღერაა სანატრელ, მაგრამ ვარსკვლავივით მიუღწეველ თავისუფლებაზე. ნაწარმოები შეურაცხყოფილ სიყვარულს ეხება, რომელიც ვითარდება კაპიტალიზმის დასაწყისში, სადაც ფული მართავს ყველაფერს. სიყვარული  ბედნიერების ნაცვლად, უბედურების მომტანი ხდება.

    „კრიმოვს ოსტროვსკი გადაყავს თავის პირად, უნიკალურ სამყაროში, ფარსი, გროტესკული, დამცინავი… მაგრამ ირონიულს ვერ დაარქმევ. განდლევსკის განმარტებით ირონია „იმედგაცრუების მხიარულებაა“, კრიმოვი კი მიუხედავად სპექტაკლის მთელი ტრაგიზმისა (სასტიკი და სისხლიანი ფინალი ხომ სახეზეა) მაინც ინარჩუნებს იდუმალებას – თეატრი, როგორც საოცრების ადგლი, სადაც შეგიძლია შექმნა ყველაფერი და ისიამოვნო ღვთისაგან ნაბოძები თავისუფლებით – ვადიმ რუტკოვსკი (www.krymov.orghttp://www.coolconnections.ru/ru/blog/posts/145a7733-e4cd-466b-823e-8be24bdfe542 )

    „სპექტაკლი ჩვენს ვნებებზეა, განცდაზე რომელიც გვაშფოთებს და გვმართავს. პიესის გმირები „ფსკერზე“ არიან, სადაც  ერთი გროშის გამოც დაუფიქრებლად დაახრჩობენ ერთამენთს.  და ზუსტად აქ, არც არსაიდან გაჩნდა სიყვარული, რომლის ადგილი არ არსებობს. როგორც პეპელა შეფრინდა მაღაროში. მართალია, ქვანახშირის შახტაში პეპელა,  ბოლომდე პეპელაც არაა და  მან მუტაცია განიცადა, როგორც სხვა ყველაფერმა – სიყვარულიც, ფულიც აქ ჰიპერტროფირებულია, თუმცა ეს უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა.  პიესის ღერძი ადამიანის გრძნობებია, რომლებიც  პრინციპში არავის სჭირდება: მათაც ახურდავებენ, მაგრამ ვიღაცას კვლავაც სჯერა მათი“ – დიმიტრი კრიმოვი

    გამოყენებული ლიტერატურა:

    • ა.ნ. ოსტროვსკი, პიესები, სახელმწიფო გამომცემლობა, თბილისი, 1950.
    • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი – 2018 წლის კატალოგი
    • www.coolconnections.ru
    • www.krymov.org
    • www.youtube.com

    ნუცა კობაიძე

    ფესტივალის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი

  • 2018 წლიდან ფესტივალის ახალ გუნდს ჰოლი ტეილორი შემოურთდა! ჰოლი უკვე მეორე წელია, რაც საგანგებოდ ჩამოდის ლონდონიდან, სადაც შეისწავლა ევროპული თეატრალური ხელოვნების ისტორია, გაიარა პრაქტიკა ედინბურგის ფესტივალზე, კვლევა მიუძღვნა ტადეოშ კანტორის თეატრალურ სკოლას, საუბრობს პოლონურადაც, მღერის ქართულ ხალხურ სიმღერებს და უყვარს საქართველო! ფესტივალის გუნდი დიდ “საჩუქარს” გიმზადებთ!

    ჰოლი ჩვენი ფესტივალის ინგლისელი ბლოგერია და მისი დახმარებით შეგეძლებათ მუდმივად შეიხედოთ სცემის მიღმა და უფრო ახლოს გაეცნოთ ჩვენი ფესტივაის მიმდინარეობას

    Holly Taylor-Zuntz is our British blogger who will give a close insight into the GIFT festival and give our audience a thorough look behind the scenes.

    We are delighted to announce our team member Holly Taylor-Zuntz will join us again this year. She began working for us in 2018, when she arrived in Georgia from London. She is a performer and director, who studied European Theatre Arts at Rose Bruford College, performed at the Edinburgh Fringe Festival, sings Georgian folk songs and loves our country!

  • მოხარული ვართ გაცნობოთ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“2019 წლის 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება თბილისის ცენტრალურ თეატრალურ დარბაზებში. ფესტივალის დაარსებიდან 22-ე  წელიწადს თეატრისა და ხელოვნების  მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უმაღლესი ხარისხის სახელოვნებო მიღწევებს, რომლებიც ევროპის კულტურულ მემკვიდრეობას  ჰქმიან და ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებს უწევენ პოპულარიზაციას.  

    1997 წელს მშვიდობის დასამყარებლად ოპტიმიზმით გადადგმული გაბედული ნაბიჯით, საერთაშორისო დირექტორატმა პირველი ხელოვნების ფესტივალი დააფუძნა კავკასიის რეგიონში.  22 წლის შემდეგ GIFT-„საჩუქარი“  გავლენიან საერთაშორიშო პლატფორმად ჩამოყალიბდა , სადაც რეგიონის აუდიტორია საუკეთესო სახელოვნებო ნიმუშებს ეცნობა მთელი მსოფლიოდან. ფესტივალმა ხელოვნება საშუალებად აქცია ევროპული ფასეულობების, დემოკრატიის, სოციალური თანასწორობის, სოლიდარობის და სამართლიანობის დასაცავად.

    ფესტივალის მხატვრული პროგრამის მიმომხილველად ,იგი აერთიანებს ხელოვანებს, ზოგად აუდიტორიას, ხელოვნების მოყვარულებს, მოგზაურებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს ყოველ შემოდგომაზე ყოველთვიურად, რაც თავის მხრივ ქართულ აუდიტორიას მსოფლიო დისკუსიის მნიშვნელოვანი მონაწილედ აქცევს.

    Beckett’s derelicts go searching for cakes and sex

    Beckett’s cast of lost souls astonish with dramatic expression in this visionary homage


Design a site like this with WordPress.com
Get started